1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ მხოლოდ:
ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს;
ბ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს;
გ) პარლამენტის წევრებს (ყოფილ წევრებს).
2. შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან (შრომითი დასახიჩრება).
3. სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებსა და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირებს:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს სტატუსის დადგენის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1.5%-ის ნამრავლს ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაცია შეადგენს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში დადგენილი კომპენსაციის 125%-ს.
4. პარლამენტის წევრებს (ყოფილი წევრები) კომპენსაციისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები;
ა) პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით;
ბ) პარლამენტის ყოფილ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდგომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენისას – პარლამენტარის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – პარლამენტარის კომპენსაციის 50%.
თავი V
კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამ
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
თავი V — კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1.5%
- განაკვეთი 125%
- განაკვეთი 100%
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის გაანგარიშება
- მუხლი 8. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშება
- მუხლი 19. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო
- მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
- მუხლი 152. გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება
- მუხლი 13. საქართველოს პარლამენტის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
- მუხლი 5. კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება
- მუხლი 6. კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა
- მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო
- მუხლი 7. კომპენსაცია ასაკის მიღწევის გამო
- მუხლი 8. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო
- მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
- მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო
- მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
- მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო
- მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 9, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-9-2/