1. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილი მარჩენალის გამო, კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგ პირებს კანონითა და ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად:
ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;
ბ) კომპენსაცია ფინანსური პოლიციის მოსამსახურის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, გარდაცვალების შემთხვევაში ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრისათვის კომპენსაციის ოდენობა შეადგენს გარდაცვლილი პირის ხელფასის 1.5%-ის შესაბამის ორგანოში ნამსახურებ წლებზე ნამრავლის 75%-ს. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურო
ბის მიმინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. მიუხედავად გარდაცვლილის მიერ თადარიგში დათხოვნისათვის ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
3. კომპენსაცია პროკურატურის მუშაკის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გარდაცვალების შემთხვევაში ენიშნებათ შვილებს 18 წლის ასაკამდე. აღნიშნულ პირების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს საქართველოს პროკურატურის მუშაკის კომპენსაციის 75%-ს, რომელსაც გარდაცვლილი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთან, გარდაცვლილის ნამსახურო
ბის მიმინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო
თავი V — კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1.5%
- განაკვეთი 75%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე მოსამსახურეთა (მუშაკთა) გარდაცვალების გამო
- მუხლი 20. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
- მუხლი 21. კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო
- მუხლი 18. მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება
- მუხლი 183. 1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1 200 ლარის ოდენობით
- მუხლი 153. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახურის მოსამსახურეების კომპენსაციის გაანგარიშება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა
- მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო
- მუხლი 7. კომპენსაცია ასაკის მიღწევის გამო
- მუხლი 8. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო
- მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
- მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
- მუხლი 12. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
- მუხლი 13. კომპენსაცია პარლამენტის წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების გამო
- მუხლი 14. საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის სოციალური დაცვა
- მუხლი 15. კომპენსაციის/სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა და საჭირო დოკუმენტები
- მუხლი 16. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ვადები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-11-2/