1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
3. საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.
4. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3793 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
- 30.11.2018 კანონი №3793
წინა რედაქცია (28.12.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო 1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. 2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. 3. საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საერთო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს. 4. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.