1. საქართველოს პარლამენტის წევრის ან ყოფილი პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №822 – ვებგვერდი, 30.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №822
წინა რედაქცია (28.12.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის (ან ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების გამო 1. საქართველოს პარლამენტის წევრის (ან ყოფილი პარლამენტის წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ კომპენსაცია საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. 2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.