განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3ბ/1940-18, 18 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლუ---------------ე
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლუ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლუ---------------ეს დაენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე, კანონით დადგენილი ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1987 წლის 27 თებერვლის N2---- ბრძანების თანახმად, ლუ-----–------------–------------ე არჩეულ იქნა ს------------ რაიონის ს----–--- მოსამართლედ 1----–-–---------------–ს, ხოლო მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1----–-–---------------–-დან (ს.ფ. 109).
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1987 წლის 22 ივნისის N6------ ბრძანების შესაბამისად, ლუ-----–------------–------------ე არჩეულ იქნა ს------------ რაიონის ს----–--- მოსამართლედ 1----–-–-----------ს.
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1----–-–---------–---ს N4---- ბრძანებით დგინდება, რომ ლუ-----–------------–------------ე ვადის გასვლის გამო დაკავებული თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული, 1991 წლის 9----–---დან.
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის 1----–-–------------ს N4---- ბრძანებით ლუ-----–------------–------------ე დაინიშნა ს------------ რაიონის სასამართლოს ა------------–----–-----------------–-----–---------- მოსამართლის თანამდებობაზე, 1----–-–------------დან, 5 წლის ვადით(ს.ფ. 110).
ს------------ რაიონის სასამართლოს ა------------–----–-----------------–-----–---------- მოსამართლეს ლუ---------------ეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 17 ივნისის N2---- ბრძანებით 1997 წლის 1-------------მდე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 0---------- N1---- ბრძანებით - 1998 წლის 1----------მდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 24 მაისის N3---- ბრძანებით საქართველოს რაიონისა და ქალაქის სასამართლოების ა------------–----–-----------------–-----–---------- მოსამართლის საშტატო ერთეულის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ 1999 წლის 15 მაისიდან სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა შორისაც იყო ლუ---------------ე (ს.ფ. 111-112).
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 0------------- ბრძანებულებით ლუ---------------ე დაინიშნა ს------------ რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით, ხოლო უფლებამოსილების შესრულება დაევალა 1999 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1----–--------- განკარგულებით ლუ---------------ეს დაეკისრა ს------------ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1--------------- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1----–--------- განკარგულება, ლუ---------------ისათვის ს------------ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1---------------- გადაწყვეტილებით ს------------ რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლუ---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 2-----------------------------ო წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონულ განყოფილებას გადაეგზავნა ყოფილი მოსამართლის - ლუ---------------ის 2013 წლის 27 ივნისის განცხადება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ წერილით ლუ---------------ეს ეცნობა, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა დადასტურებული, 2016 წლის 1 იანვრამდე, მას სახელმწიფო კომპენსაციის მოპოვება შეეძლო 1999 წლის 15 მაისის პერიოდისათვის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების გამო გათავისუფლების საფუძველზე და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, კომპენსაციის ოდენობა 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ყოველთვიურად იქნებოდა 19,45 ლარი (1999 წლის 15 მაისის მდგომარეობით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო თანამდებობრივი სარგო 34,12 ლარს შეადგენდა, ხოლო სრული სასამართლო სტაჟი - 1--–--–ს). ამასთან, მითითებულ პერიოდში ლუ---------------ეს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო 160 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მას დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია საერთო სასამართლოების ხაზით, 560 ლარის ოდენობით. აღნიშნული წერილი ლუ---------------ემ გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2016 წლის 16 მარტის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ლუ---------------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ლუ---------------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლუ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N0------- გადაწყვეტილება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ლუ---------------ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა და კანონიერ ძალაშია შესული(ს.ფ. 18-36).
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2017 წლის 21 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სააგენტო არ დაეთანხმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ლუ---------------ის კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და მიიჩნია, რომ სააგენტო ვერ მოახდენდა 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ვინაიდან სააგენტოში საჭირო წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განხორციელდა 2015 წლის 27 ოქტომბერს. ასევე ვერ განხორციელდებოდა კომპენსაციის გაანგარიშება 2008 წლის მარტის მდგომარეობით, ვინაიდან სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად უნდა მიჩნეულიყო 1995 წლის 15 მაისი. ამდენად, სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არც ერთ ეტაპზე, სააგენტოს მიზეზით შეფერხებას და რაიმე სახის უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა(ს.ფ. 15-17).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით, მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-7, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის მეორე პუნქტი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლით; ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლით; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, 23-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე მსჯელობის საგანს წარმოადგენს, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან ლუ---------------ის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის მისთვის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარების უზრუნველყოფას იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ; საჩივრის №7975/06, გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, „ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, მათ შორის აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს.
აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობა, მისი საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლუ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N0------- გადაწყვეტილება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ლუ---------------ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლუ---------------ემ 2013 წლის 27 ივნისს N----ო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. მითითებული განცხადება საჭირო წარდგინებასთან და შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადააგზავნა 2015 წლის 27 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ იმსჯელებდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს კუთვნილი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი ჰქონდა, კომპეტენტური ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას შეეფასებინა კომპენსაციის დანიშვნის პერიოდი, კერძოდ, მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა მიეღო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს განცხადების წარდგენიდან, და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში საჭირო დოკუმენტების მიღებიდან - 2015 წლის 27 ოქტომბრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქის განცხადების უფლებამოსილ ორგანოში დაგვიანებით გადაგზავნას არ უნდა გამოეწვია პირის იურიდიულ ინტერესზე უარყოფითი ზეგავლენა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის უფლება ლუ---------------ეს შეიძლება წარმოეშვა 1999 წლის 15 მაისის მდგომარეობითაც, მაგრამ მან არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და გააგრძელა საჯარო, კერძოდ, სამოსამართლეო საქმიანობა. ამრიგად, ლუ---------------ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისას დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის სოციალური დაცვის გარანტიები სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო და შესაბამისი ასაკის მიღწევისას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები იგნორირებას ახდენენ მოსარჩელის მიერ 1999 წლის 15 მაისის შემდგომ განხორციელებულ სამოსამართლეო საქმიანობაზე და კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის თარიღად მიიჩნევენ 1999 წლის 15 მაისს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, 2008 წლის მარტამდე განახორციელა სამოსამართლეო უფლებამოსილება სა----------------------–------------–--ში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ს------------ რაიონის სასამართლო გაუქმდა, ლუ---------------ე სამოსამართლეო საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა ლიკვიდირებულ სასამართლოში, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7------------ ბრძანებულების საფუძველზე, 10 წლის ვადით მოსამართლედ დაინიშნა ახლადშექმნილ სა----------------------–------------–--ში. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ აქტებში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ გაითვალისწინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ლუ---------------ის მიერ 1999 წლის 15 მაისიდან 2008 წლის 18 მარტამდე განხორციელებული სამოსამართლეო საქმიანობა.
ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულოობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე არ დაეთანხმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ ლუ---------------ის კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და კვლავ მიიჩნია, რომ სააგენტო ვერ მოახდენდა 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ვინაიდან სააგენტოში საჭირო წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განხორციელდა 2015 წლის 27 ოქტომბერს. ასევე არ დგინდება, თუ რატომ არ გაითვალისწინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ლუ---------------ის მიერ 1999 წლის 15 მაისიდან 2008 წლის 18 მარტამდე განხორციელებული სამოსამართლეო საქმიანობა. მოპასუხეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე შინაარსის აქტის გამოცემა, რომლითაც ლუ---------------ეს კვლავ უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2013 წლის 1 ივლისიდან იმავე საფუძვლებით, ვერ ჩაითვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, მე-601; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე, 32-33-ე მუხლებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ლუ---------------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლუ---------------ეს დაენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით, 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის გადაწყვეტილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივად არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს; აპელანტმა მიუთითა ამ კანონის 26-27-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებით მიმართა 2013 წელს, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპენსაციისთვის საჭირო წარდგინება და სხვა დოკუმენტაცია გადააგზავნა 2015 წლის 27 ოქტომბერს; აპელანტი აღნიშნავს, რომ ვადამდე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
აპელანტი მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის „თ“ ქვეპუნქტსა და 23-ე მუხლზე.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში რომ კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და არა 2015 წლის 27 ოქტომბერს, სააგენტოში საჭირო წარდგინებისა და სხვა დოკუმენტების მიღებიდან, რადგან 2013 წლის 27 ივნისის მდგომარეობით -არც ყუ-------ის განცხადება და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული წარდგინება თანდართული დოკუმენტებით სააგენტოს არ ჩაბარებია.
აპელანტის მოსაზრებით, კომპენსაციის დანიშვნის პერიოდზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსჯელობა, რომელსაც იზიარებს სასამართლო არ არის დასაბუთებული. მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად და გარკვევით განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესსა და პირობებს. სხვა შემთხვევაში კანონმდებლობაში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პერიოდად პირდაპირ განისაზღვრებოდა უფლების წარმოშობის დღე (65 წლის ასაკის მიღწევა) და განცხადებითა და სხვა დოკუმენტების წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ყუ-------ის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (2016 წლის 1 იანვრამდე რედაქცია), საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის ოდენობა გამომდინარეობდა მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟიდან და 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმა, კომპენსაციის გაანგარიშებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისთვის, სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტში გულისხმობდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების იმ საფუძველს, რომლითაც კომპენსაციის მიღების უფლება. აპელანტი თვლის, რომ თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის ნაწილშიც მსჯელობა უსაფუძვლოა და ამ შემთხვევაშიც ნორმის ამგვარი ინტერპრეტირება დაუშვებელია.
აპელანტი არ ეთანხმება მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად არ უნდა იქნას განხილული 1995 წლის 15 მაისი. ამ შემთხვევაში თუ ყუ-------ის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ დამდგარა 1995 წლის 15 მაისს (თუნდაც ერთწუთიანი) მაშინ სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის რომელი პერიოდითა და საფუძვლით მოიპოვა კომპენსაციაზე უფლება და რა საფუძვლით ითხოვს 2013 წლიდან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა- ანაზღაურებას აპელანტისთვის გაუგებარია.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საკითხის განმეორებით განხილვისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ყუ-------ეს წარმოეშვა 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოში დამატებით გადააგზავნა სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის ზემოაღნიშნულ პერიოდში ყუ-------ის ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაცია.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სააგენტო ვერ მოახდენს 2013 წლიდან საერთო სასამართლოების ხაზით ლუ---------------ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და ასევე ვერ განახორციელებს კომპენსაციის გაანგარიშებას, 2008 წლის მარტის მდგომარეობით პირადი განცხადების საფუძველზე ყუ-------ის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოდან, ვინაიდან სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არც ერთ ეტაპზე სააგენტოს მიზეზით არ მომხდარა შეფასება და რაიმე სახის უფლების დარღვევა ყუ-------ის კომპენსაციის, ასევე მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1987 წლის 27 თებერვლის N2---- ბრძანების თანახმად, ლუ-----–------------–------------ე არჩეულ იქნა ს------------ რაიონის ს----–--- მოსამართლედ 1----–-–---------------–ს, ხოლო მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1----–-–---------------–-დან (ს.ფ. 109).
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1987 წლის 22 ივნისის N6------ ბრძანების შესაბამისად, ლუ-----–------------–------------ე არჩეულ იქნა ს------------ რაიონის ს----–--- მოსამართლედ 1----–-–-----------ს.
საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის 1----–-–---------–---ს N4---- ბრძანებით დგინდება, რომ ლუ-----–------------–------------ე ვადის გასვლის გამო დაკავებული თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული, 1991 წლის 9----–---დან.
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის 1----–-–------------ს N4---- ბრძანებით ლუ-----–------------–------------ე დაინიშნა ს------------ რაიონის სასამართლოს ა------------–----–-----------------–-----–---------- მოსამართლის თანამდებობაზე, 1----–-–------------დან, 5 წლის ვადით(ს.ფ. 110).
ს------------ რაიონის სასამართლოს ა------------–----–-----------------–-----–---------- მოსამართლეს ლუ---------------ეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 17 ივნისის N2---- ბრძანებით 1997 წლის 1-------------მდე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 0---------- N1---- ბრძანებით - 1998 წლის 1----------მდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 24 მაისის N3---- ბრძანებით საქართველოს რაიონისა და ქალაქის სასამართლოების ა------------–----–-----------------–-----–---------- მოსამართლის საშტატო ერთეულის გაუქმებასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ 1999 წლის 15 მაისიდან სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა შორისაც იყო ლუ---------------ე (ს.ფ. 111-112).
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 0------------- ბრძანებულებით ლუ---------------ე დაინიშნა ს------------ რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით, ხოლო უფლებამოსილების შესრულება დაევალა 1999 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1----–--------- განკარგულებით ლუ---------------ეს დაეკისრა ს------------ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1--------------- განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1----–--------- განკარგულება, ლუ---------------ისათვის ს------------ რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1---------------- გადაწყვეტილებით ს------------ რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლუ---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 2-----------------------------ო წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონულ განყოფილებას გადაეგზავნა ყოფილი მოსამართლის - ლუ---------------ის 2013 წლის 27 ივნისის განცხადება და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ წერილით ლუ---------------ეს ეცნობა, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა დადასტურებული, 2016 წლის 1 იანვრამდე, მას სახელმწიფო კომპენსაციის მოპოვება შეეძლო 1999 წლის 15 მაისის პერიოდისათვის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების გამო გათავისუფლების საფუძველზე და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე, კომპენსაციის ოდენობა 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ყოველთვიურად იქნებოდა 19,45 ლარი (1999 წლის 15 მაისის მდგომარეობით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო თანამდებობრივი სარგო 34,12 ლარს შეადგენდა, ხოლო სრული სასამართლო სტაჟი - 10 წელს). ამასთან, მითითებულ პერიოდში ლუ---------------ეს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო 160 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მას დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია საერთო სასამართლოების ხაზით, 560 ლარის ოდენობით. აღნიშნული წერილი ლუ---------------ემ გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2016 წლის 16 მარტის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ლუ---------------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ლუ---------------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლუ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 მარტის N0------- გადაწყვეტილება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს------------ რაიონული განყოფილების 2016 წლის 18 თებერვლის N------------ გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ლუ---------------ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა და კანონიერ ძალაშია შესული(ს.ფ. 18-36).
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2017 წლის 21 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილება, რომლითაც, სააგენტო არ დაეთანხმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ლუ---------------ის კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და მიიჩნია, რომ სააგენტო ვერ მოახდენდა 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ვინაიდან სააგენტოში საჭირო წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განხორციელდა 2015 წლის 27 ოქტომბერს. სააგენტო ვერ დაეთანხმა მსჯელობას იმის შესახებ, რომ თითქოს სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად არ უნდა იქნეს განხილული 1995 წლის 15 მაისი; რადგან თუ ლ.------------- უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ დამდგარა 1995 წლის 15 მაისს (თუნდაც ერთწუთიანი), მაშინ სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის რომელი პერიოდითა და საფუძვლით მოიპოვა ლ. ყუ-------ემ კომპენსაციაზე უფლება და რომელი საფუძვლით ითხოვს 2013 წლიდან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა- ანაზღაურებას, სააგენტოსთვის გაუგებარია. იმავე დოკუმენტში მითითებულია, რომ სააგენტო ვერ მოახდენს 2013 წლიდან საერთო სასამართლოების ხაზით ლ.-------------თვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და ასევე ვერ განახორციელებს კომპენსაციის გაანგარიშებას, 2008 წლის მარტის მდგომარეობით, პირადი განცხადების საფუძველზე ყუ-------ის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოდან, ვინაიდან სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების არც ერთ ეტაპზე, სააგენტოს მიზეზით არ მომხდარა შეფერხება და რაიმე სახის უფლების დარღვევა ყუ-------ის კომპეტენციის, როგორც დანიშვნის, ასევე ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (ს.ფ. 15-17).
სააპელაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლში მითითებულია, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს; ხოლო იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, მათ შორის აქვთ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს.
აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად იხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის შესაბამისად; ამ მუხლში მითითებულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. გ) მიეკუთვნება „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში მითითებულ მოსამართლეებს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.
სააპელაციო პალატა თვლის, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და ერთობლიობაში შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობა, მისი საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლუ---------------ემ 2013 წლის 27 ივნისს N----ო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. მითითებული განცხადება საჭირო წარდგინებასთან და შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადააგზავნა 2015 წლის 27 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ერთის მხრივ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 27 ოქტომბრამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ იმსჯელებდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, მაგრამ მეორეს მხრივ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს კუთვნილი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი ჰქონდა, კომპეტენტური ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას შეეფასებინა კომპენსაციის დანიშვნის პერიოდი, კერძოდ, მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა მიეღო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს განცხადების წარდგენიდან, და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში საჭირო დოკუმენტების მიღებიდან - 2015 წლის 27 ოქტომბრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქის განცხადების უფლებამოსილ ორგანოში დაგვიანებით გადაგზავნას არ უნდა გამოეწვია პირის იურიდიულ ინტერესზე უარყოფითი ზეგავლენა.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის უფლება ლუ---------------ეს შეიძლება წარმოეშვა 1999 წლის 15 მაისის მდგომარეობითაც, მაგრამ მან არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და გააგრძელა საჯარო, კერძოდ, სამოსამართლეო საქმიანობა. ამრიგად, ლუ---------------ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისას დაცული უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის სოციალური დაცვის გარანტიები სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო და შესაბამისი ასაკის მიღწევისას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები იგნორირებას ახდენენ მოსარჩელის მიერ 1999 წლის 15 მაისის შემდგომ განხორციელებულ სამოსამართლეო საქმიანობაზე და კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის თარიღად მიიჩნევენ 1999 წლის 15 მაისს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, 2008 წლის მარტამდე განახორციელა სამოსამართლეო უფლებამოსილება სა----------------------–------------–--ში. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ვინაიდან ს------------ რაიონის სასამართლო გაუქმდა, ლუ---------------ე სამოსამართლეო საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა ლიკვიდირებულ სასამართლოში, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7------------ ბრძანებულების საფუძველზე, 10 წლის ვადით მოსამართლედ დაინიშნა ახლადშექმნილ სა----------------------–------------–--ში. სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ აქტებში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ გაითვალისწინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ლუ---------------ის მიერ 1999 წლის 15 მაისიდან 2008 წლის 18 მარტამდე განხორციელებული სამოსამართლეო საქმიანობა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე არ დაეთანხმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ ლუ---------------ის კომპენსაციის დანიშვნაზე გადაწყვეტილება სააგენტოს უნდა მიეღო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის 27 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და კვლავ არასწორად მიიჩნია, რომ სააგენტო ვერ მოახდენდა 2013 წლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ვინაიდან სააგენტოში საჭირო წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განხორციელდა 2015 წლის 27 ოქტომბერს.
სააპელაციო პალატა იზიარებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი; საყურადღებოა ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს; რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე შინაარსის აქტის გამოცემა, რომლითაც ლუ---------------ეს კვლავ უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე 2013 წლის 1 ივლისიდან იმავე საფუძვლებით, სწორად არ იქნა ჩათვლილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე