1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია:
ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა;
ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;
დ) მარჩენალის გარდაცვალება;
ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს;
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
დ1) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;
დ2) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) წევრებს;
ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;
ე1) (ამოღებულია - 07.12.2017, №1714);
ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს;
ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;
თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
ი1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახურის მოსამსახურეებს;
კ) მეცნიერებს;
ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშვიდობო ოპერაციის/საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
ნ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს;
ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტითა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრებს;
ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომლების ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, № 8, 24.03.2006წ., მუხ. 63
საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006წ., მუხ. 282
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4277 - სსმ I, № 51, 31.12.2006წ., მუხ. 436
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4384 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550– ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1896 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2242 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2359 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3527 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3934 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5598 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2621 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3120 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3292 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3616 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3816 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4079 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4078 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4247 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4248 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4399 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის კანონი №4500 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4545 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4895 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4985 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №611 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1328 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 28.10.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3703 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4008 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №335 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1334 – ვებგვერდი, 25.12.2025