1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
2. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, გაზრდილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, სახელმწიფო პენსიის ზრდის ნომინალური ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ კანონის მე-8, მე-9, მე-12–153, მე-17 და მე-18−21-ე მუხლების საფუძველზე დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად აღნიშნული მუხლების გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე.
საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5598 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის კანონი №4500 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.