გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7369-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ა-–-------------–--–-–---–ი
წარმომადგენლები: მ--–-------------, ვ-----------------
მოპასუხეები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-–-------------–--–-–---–ის ნამსახურობის ხელახლა დაანგარიშება, კერძოდ, ნამსახურობის ანგარიშში ჩაეთვალოს 20 წელი, 4 დღე და სწავლის პერიოდი 7 წელი, 1 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 2 თვე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება, წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ და აღდგენილ იქნეს ა-–-------------–--–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის 1 ნოემბრიდან;
1.3. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-–-------------–--–-–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 აპრილის №--------------- გადაწყვეტილებით, ა-–-------------–--–-–---–ის ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 19 წელს, 05 თვეს და 04 დღეს. მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პ------–--------------–-----------–------------–---ს მიერ მომზადებული ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციის მიღებისათვის წელთა ნამსახურობის 2017 წლის 23 მარტის ანგარიშის თანახმად, მისმა წელთა ნამსახურობამ შეადგინა 20 წელი და 04 დღე, რასაც დაემატა სწავლის პერიოდი - 07 წელი, 01 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 02 თვე.
მოსარჩელის განმატებით, მან 2018 წლის 17 აგვისტოს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით. აღნიშნულის შედეგად, სამინისტრომ კვლავ დაიანგარიშა ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობა და დაადგინა, რომ მისი ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს, 05 თვესა და 04 დღეს, ნაცვლად 20 წლისა და 04 დღისა, ამასთან, სწავლის პერიოდი - 07 წელი, 01 თვე და 26 დღე. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით ა-–-------------–--–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილებამ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 აპრილის №-------------- გადაწყვეტილებით ა-–-------------–--–-–---–ს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ვინაიდან მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 19 წელს, 05 თვეს და 04 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 აპრილის №-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19).
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული პ---–-–------–------–-------- ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, მისმა ნამსახურობამ შეადგინა 20 წელი და 04 დღე, ხოლო სწავლის პერიოდმა - 07 წელი, 01 თვე და 26 დღე. კერძოდ, ა-–-------------–--–-–---–ი ს----–-------–-------------------------–- მსახურობდა 08.05.1974 წლიდან 15.05.1976 წლამდე (02 წელი, 00 თვე და 07 დღე); გუ----------–------------–-------------–---------–-ს თანამდებობაზე - 06.11.1985 წლიდან 09.10.1992 წლამდე (06 წელი, 11 თვე და 03 დღე); გ------------–------------------–--------------–----------–-–--------------------------------------------–----–-------------------–-------------------------ს თანამდებობაზე - 09.10.1992 წლიდან 23.06.1995 წლამდე (02 წელი, 08 თვე და 14 დღე); ს----------------------–-–----------------–-------------------–-------–----–--------------–------------------------------------------------–-------------------–---------------–--------------------–--------–-----------------------------------------------–-------------------–-----------–-------------------–-------------–------------------ს, გ----------------ს თანამდებობაზე - 23.06.1995 წლიდან 07.03.2003 წლამდე (07 წელი, 08 თვე და 14 დღე); ს----------------------–-–----------------------------------------------------------------------------------–----–-------------------------------------------–----------------–-----------------ს თანამდებობაზე - 07.03.2003 წლიდან 03.11.2003 წლამდე (00 წელის, 07 თვე და 26 დღე). ამასთან, სწავლა - 01.09.1977 წლიდან 24.12.1985 წლამდე (08 წელი, 03 თვე და 23 დღე, აქედან შეღავათიანი: 07 წელი, 01 თვე და 26 დღე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში (ს.ფ. 22-24).
3.3. ა-–-------------–--–-–---–ის წარმომადგენელმა - მ--–-------------მ 2018 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ა-–-------------–--–-–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 11 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ა-–-------------–--–-–---–ის წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. დადგინდა, რომ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, შედგენილია შეცდომით. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება წელთა ნამსახურობის ახლიდან დაანგარიშების და ინფორმაციის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში გადაგზავნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–-------------–--–-–---–ის წარმომადგენელის მ--–------------ის 2018 წლის 17 აგვისტოს №------- განცხადება (ს.ფ. 25-27);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 28);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 5 ოქტომბრის M---------------- დასკვნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის ა-–-------------–--–-–---–ის შესახებ (ს.ფ. 121-123).
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში გადაიგზავნა ინფორმაცია ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოსამსახურეს - ა-–--------------------------–--–-–---–ს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად არ ჰქონდა საკმარისი სტაჟი (20 წელი), კერძოდ, ა-–-------------–--–-–---–ი ს----–-------–-------------------------–- მსახურობდა 01.05.1974 წლიდან 01.05.1976 წლამდე პერიოდში (02 წელი, 00 თვე და 00 დღე); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - 29.05.1986 წლიდან 03.11.2003 წლამდე (17 წელი, 05 თვე და 04 დღე), სულ: 19 წელი, 05 თვე და 04 დღე.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით ა-–-------------–--–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია, 2018 წლის 1 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 31);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №------------- წერილი (ს.ფ. 81);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 ოქტომბრის M---------------- წერილი(ს.ფ. 82);
- ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში (ს.ფ.83-84);
- სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 85).
3.5. ა-–-------------–--–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურობდა 1985 წლის 10 ნოემბრიდან 2003 წლის 11 მარტამდე, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული ამონარიდით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1985 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებიდან დგინდება, რომ ა-–--------------------------–--–-–---–ი დაინიშნა სო–---–------------------------------–----------------–-------------–---------------------------------------------–---------–ად, 1985 წლის 10 ნოემბრიდან.
ა-–-------------–--–-–---–ის №-------- ნამსახურობის ნუსხით დგინდება, რომ ა-–---------- ნ-–--–-–---–-ა მ--–-–-----–-----------ს წოდება მიიღო 1986 წლის 29 მაისს.
ასევე, დადგენილია, რომ ა-–-------------–--–-–---–ი ს----–-------–-------------------------–- მსახურობდა 08.05.1974 წლიდან 15.05.1976 წლამდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–-------------–--–-–---–ის შრომის წიგნაკი (ს.ფ. 35-39);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 15 აპრილის №-------– ბრძანება (ს.ფ. 95);
- სანოტარო წესით დამოწმებული ამონარიდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1985 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებიდან (ს.ფ. 97-98);
- ა-–-------------–--–-–---–ის ნამსახურობის ნუსხა №-------- (ს.ფ. 128-139);
- სანოტარო წესით დამოწმებული სამხედრო ბილეთი (ს.ფ. 43-45).
3.6. ა-–-------------–--–-–---–ი საქართველოს ზ------------------------------------–---–------–------------------ში ჩაირიცხა 1977 წელს და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1985 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა ზ------–-----------–------–--. აღნიშნულთან დაკავშირებით 1986 წლის 16 იანვარს გაიცა დიპლომი №-----, ს------------–-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დიპლომი №-----, ს------------–-------(ს.ფ. 46).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ა-–-------------–--–-–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტები, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც აღდგენილ იქნება ა-–-------------–--–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის 1 ნოემბრიდან.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, ა-–-------------–--–-–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი ასევე აღძრულია დასახლებული მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნაა ა-–-------------–--–-–---–ს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს 20 წელი, 4 დღე (ს----–-------–-------------------------- - 08.05.1974წ. – 15.05.1976წ.; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა - 06.11.1985წ. – 03.11.2003წ.) და სწავლის პერიოდი - 7 წელი, 1 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 2 თვე; ამასთან, დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-–-------------–--–-–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სხვადასხვა ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან, მათ შორის, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---------- ნ-–--–-–---–- დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს მის მიმართ და ამ კანონების საფუძველზე უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა-გადაანგარიშება.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
მითითებული კანონის მითითებული რედაქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული პ---–-–------–------–-------- ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, მისმა ნამსახურობამ შეადგინა 20 წელი და 04 დღე, ხოლო სწავლის პერიოდმა - 07 წელი, 01 თვე და 26 დღე. კერძოდ, ა-–---------- ნ-–--–-–---–- ს----–-------–-------------------------–- მსახურობდა 08.05.1974წ-დან 15.05.1976 წ-მდე პერიოდში (02 წელი, 00 თვე და 07 დღე), გუ----------–------------–-------------–---------–-ს თანამდებობაზე - 06.11.1985 წ-დან 09.10.1992 წ-მდე (06 წელი, 11 თვე და 03 დღე), გ------------–----------------–--------------–----------–-–--------------------------------------------–----–-------------------–-------------------------ს თანამდებობაზე - 09.10.1992წ-დან 23.06.1995 წ-მდე (02 წელი, 08 თვე და 14 დღე), ს----------------------–-–----------------–-------------------–-------–----–--------------–------------------------------------------------–-------------------–---------------–--------------------–--------–-----------------------------------------------–-------------------–-----------–-------------------–-------------–------------------ს, გ----------------ს თანამდებობაზე - 23.06.1995წ.-დან 07.03.2003წ.-მდე (07 წელი, 08 თვე და 14 დღე), ს----------------------–-–----------------------------------------------------------------------------------–----–-------------------------------------------–----------------–-----------------ს თანამდებობაზე - 07.03.2003წ.-დან 03.11.2003 წ.-მდე (00 წელის, 07 თვე და 26 დღე). ამასთან, სწავლა - 01.09.1977წ.-დან 24.12.1985წ.-მდე (08 წელი, 03 თვე და 23 დღე, აქედან შეღავათიანი: 07 წელი, 01 თვე და 26 დღე).
მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ა-–-------------–--–-–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2017 წლის აპრილიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილების მიერ. მოგვიანებით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგინდა, რომ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, შედგენილი იყო შეცდომით. აღნიშნულის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- წერილით. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორულ ორგანოს გადაეცა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ა-–-------------–--–-–---–ი ს----–-------–-------------------------–- მსახურობდა 01.05.1974წ.-დან 01.05.1976წ.-მდე პერიოდში (02 წელი, 00 თვე და 00 დღე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - 29.05.1986წ.-დან 03.11.2003წ.-მდე (17 წელი, 05 თვე და 04 დღე), სულ: 19 წელი, 05 თვე და 04 დღე.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით ა-–-------------–--–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია, 2018 წლის 1 ნოემბრიდან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ა-–-------------–--–-–---–ს წოდებით ნამსახურობად უნდა ჩაეთვალოს მხოლოდ 1986 წლის 29 მაისიდან ნამსახურობა. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ა-–-------------–--–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურობდა 1985 წლის 10 ნოემბრიდან, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1985 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებით ა-–--------------------------–--–-–---–ი დაინიშნა სო–---–------------------------------–----------------–-------------–---------------------------------------------–---------–ად, 1985 წლის 10 ნოემბრიდან. ამასთან, ნამსახურობის ნუსხაში მითითებულია, რომ ა-–-------------–--–-–---–მა მ--–-–-----–-----------ს წოდება მიიღო 1986 წლის 29 მაისს. სასამართლოს შეფასებით, იმ საკითხის გათვალისწინებით, რომ სპეციალური წოდების მინიჭება ხდება თანმიმდევრობით, ხოლო ა-–-------------–--–-–---–ს მ--–-–-----–-----------ს წოდება მინიჭებული აქვს 1986 წლის 29 მაისს, საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მოსარჩელეს წინა პერიოდში უკვე ჰქონდა მინიჭებული უფრო დაბალი წოდება. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საარქივო მასალებში დაცული დოკუმენტაცია არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას 1985 წლის 10 ნოემბრიდან სპეციალური წოდება ჰქონდა თუ არა მინიჭებული მოსარჩელეს, ეს არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუშვებელია მოთხოვნილი იქნეს მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი, რისი წარმოდგენის შესაძლებლობა ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და იმავე დროს, რაც მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობის სპეციფიკაზეც, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1985 წლის 6 ნოემბრის №--- ბრძანებისა და მოსარჩელის სამსახურის გავლის ნუსხის თანახმად, ა-–--------------------------–--–-–---–ი დანიშნული იყო სო–---–------------------------------–----------------–-------------–---------------------------------------------–---------–ად.
ამასთან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ.
დადგენილია, რომ ა-–-------------–--–-–---–ი საქართველოს ზ------------------------------------–---–------–------------------ში ჩაირიცხა 1977 წელს და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1985 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა ზ------–-----------–------–--. აღნიშნულთან დაკავშირებით 1986 წლის 16 იანვარს გაიცა დიპლომი №-----. ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 23 მარტს დაანგარიშებული ნამსახურობის ნუსხით ა-–-------------–--–-–---–ის ნამსახურობაში ჩაითვალა სწავლა - 01.09.1977წ-დან 24.12.1985 წ-მდე (08 წელი, 03 თვე და 23 დღე, აქედან შეღავათიანი: 07 წელი, 01 თვე და 26 დღე), თუმცა ხელახალი გაანგარიშებისას სწავლის პერიოდი აღარ იქნა გათვალისწინებული.
სასამართლო მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ამგვარად გადაწყვეტას და აღნიშნავს, რომ სწავლის პერიოდი ნამსახურობის წლებში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი და ამავე დროს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის ანგარიშში ჩაეთვალოს 20 წელი, 4 დღე (ს----–-------–-------------------------- - 08.05.1974წ. – 15.05.1976წ.; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა - 06.11.1985წ. – 03.11.2003წ.) და სწავლის პერიოდი 7 წელი, 1 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 2 თვე.
6.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის 1 ნოემბრიდან ა-–-------------–--–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი, რომელიც განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
ხსენებული წესის N2 დანართის მე-4 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დადგომა: ა) კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-4 თავი განსაზღვრავს კომპენსაციას ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით დგინდება, რომ ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით კი, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დაკარგვისას; დ) არასრულწლოვანი პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას; ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის შეჩერების ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, კომპენსაციის შეჩერების დღიდან; ზ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; თ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ი) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის გარდაცვალებისას; კ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; ლ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
სასამართლო ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირის წელთა ნამსახურობის ამოწურვისას პირისათვის კომპენსაციის გაცემას ახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების წარდგენის საფუძველზე, წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული პ---–-–------–------–-------- ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ ა-–-------------–--–-–---–ს კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2017 წლის აპრილის თვიდან. მოგვიანებით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგინდა, რომ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, შედგენილი იყო შეცდომით. აღნიშნულის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- წერილით. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორულ ორგანოს გადაეცა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ა-–-------------–--–-–---–ი ს----–-------–-------------------------–- მსახურობდა 01.05.1974წ-დან 01.05.1976 წ-მდე პერიოდში (02 წელი, 00 თვე და 00 დღე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - 29.05.1986წ-დან 03.11.2003წ-მდე (17 წელი, 05 თვე და 04 დღე), სულ: 19 წელი, 05 თვე და 04 დღე. შესაბამისად, იგი კომპენსაციის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებდა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილებით ა-–-------------–--–-–---–ს შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია, 2018 წლის 1 ნოემბრიდან.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაპყრობს სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ პუნქტზე, რომელიც კომპენსაციის დანიშვნისათვის ერთ-ერთ სავალდებულო დოკუმენტად ითვალისწინებს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემულ წელთა ნამსახურობის ნუსხას/გაანგარიშებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და სადავო გარემოებას არ წარმოდგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 23 მარტს მომზადებული ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილებას ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- წერილით. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილება იყო კანონიერი, ვინაიდან ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპენსაციის დანიშვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახდენს კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტების მომზადებისა და მისი სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში, ხოლო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებში ცვლილებამ (ნამსახურობის წლების სხვაგვარად დაანგარიშებამ), შესაბამისად, გამოიწვია ა-–---------- ნ-–--–-–---–-ს მიმართ დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტა, რაც სსიპ სოციალური მოსამხურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე განხორციელდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, ა-–-------------–--–-–---–ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2018 წლის 31 ოქტომბრის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაში არ მოდის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნა, მოპასუხისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც (კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან - 2018 წლის 1 ნოემბრიდან ა-–-------------–--–-–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა).
ამასთან, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია ა-–-------------–--–-–---–თან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტების (წელთა ნამსახურობის ანგარიში) მომზადებისა და მისი სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა-–-------------–--–-–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 17 280 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 აპრილის №-------------- გადაწყვეტილებით ა-–-------------–--–-–---–ს უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ვინაიდან მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 19 წელს, 05 თვეს და 04 დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პ------–--------------–-----------–------------–---ს მიერ 2017 წლის 23 მარტს მომზადდა ა-–-------------–--–-–---–ის კომპენსაციის მიღებისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის თანახმად, მისმა ნამსახურობამ სამინისტროს სისტემაში შეადგინა 20 წელი და 04 დღე, რასაც დაემატა სწავლის პერიოდი - 07 წელი, 01 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 02 თვე. შესაბამისად, ა-–-------------–--–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გურჯაანის რაიონულ განყოფილების მიერ სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2017 წლის აპრილიდან.
დადგენილია, რომ ა-–-------------–--–-–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 აპრილის №-------------- გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე არ უმსჯელია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ განხორციელებულიყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის კონკრეტული ქმედების დავალება შესაძლოა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით მიღებულ იქნება კანონის მოთხოვნათა დაუცველად. ა-–-------------–--–-–---–თან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 10 აპრილის №-------------- მიღებული გადაწყვეტილება სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, მისი კანონშესაბამისობა არ შეფასებულა. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით აქტის გამოცემა (ა-–-------------–--–-–---–ის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მიზნით წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის უკანონობა), შესაბამისად, უსაფუძვლოა 2013 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიუღებელი კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - ა-–-------------–--–-–---–ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დაანგარიშებაზე უარი შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 10 აპრილის №-------------- გადაწყვეტილების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია და მისი უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე ა-–-------------–--–-–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, მ--–------------ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მ--–------------ის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი, მიმღების ანგარიში - 300773150, ბანკის კოდი - T-------; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საკითხებზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–-------------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-–-------------–--–-–---–ის წელთა ნამსახურობის ანგარიშში ჩაუთვალოს 20 წელი და 4 დღე (ს----–-------–-------------------------- - 08.05.1974წ. – 15.05.1976წ.; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობა - 06.11.1985წ. – 03.11.2003წ.) და სწავლის პერიოდი - 7 წელი, 1 თვე და 26 დღე, სულ 27 წელი და 2 თვე;
3. ა-–-------------–--–-–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს მ--–------------ის მიერ 2018 წლის 26 სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თვითმმართველი ქალაქი თბილისი, მიმღების ანგარიში - 300773150, ბანკის კოდი - T-------; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საკითხებზე);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე