1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(242)
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
…დაცვა და მასზე ზრუნვა, შედის არამხოლოდ ცალკეული პირის, არამედ მთლიანად საზოგადოების ინტერესებში (erga omnes), რომლის გამოც თითოეული პირი სპეციალურად არის აღჭურვილი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და მისი დაცვის უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და…
- საქმე №ბს-996(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
…იმ საფუძველზე მითითებით, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ქონების მესაკუთრეს ამ საკითხზე ცალკე შეეძლო ედავა. კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება კომპენსაციის საკითხი არ განეხილა. სახელმწიფოსთვის გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია,…
- საქმე №ბს-1118(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
…ძალადაკარგულად გამოცხადდა “საჯარო სამსახურის შესახებ” 27.10.2015წ. N4346-Iს კანონის 127-ე მუხლით. 2017 წლის 01 ივლისის შემდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება ძალადაკარგული კანონის ნორმების მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შებოჭილია კანონის უზენაესობის პრინციპით, იგი ვალდებულია…
- საქმე №ბს-523(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე.…
- საქმე №ბს-1309(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
…რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობის შესაბამისად, მხარეთა შორის სადავო არაა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კასატორები სადავოდ ხდიან მხოლოდ სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და…
- საქმე №ას-962-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
- საქმე №ბს-136(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ბს-676(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №ბს-122(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
- საქმე №ბს-1289(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-1043-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №ას-1908-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2023
- საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
- საქმე №ბს-188(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №ბს-145(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
- საქმე №ბს-411(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-3(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2022
- საქმე №ბს-1046(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
- საქმე №ბს-78(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-262(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
- საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
- საქმე №ბს-569(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2021
- საქმე №ბს-1190(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ას-645-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №ბს-997(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
- საქმე №ბს-327-309(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-1260-1204(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2009
- საქმე №ბს-588-564(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2008
- საქმე №ბს-678-646(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2007
- საქმე №ბს-468-445(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2007
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №330100117001996912 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №330310016001640568 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №010332219900023438 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330310018002472677 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №190310019002859723 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.01.2020
- საქმე №330310019003149157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.01.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 242-დან.