1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (24.08.1995 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი 1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. 2. საქართველოს სახელმწიფოს პტერიტორია განსაზღვრულიტა 1991 წლის 21 დეკუემბრი წყს მდგომარეობით. საქართველოს ტებრის ფტორიული მთლიანობარის და სახელმწიფოკ საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტიურებულია საქართველოსპ კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულიკა სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 3. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ საა „ხელმწიფოსთაქნ დართვდებული ო“რმხრივი შეთანხმებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №ბს-695(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2024
…არის სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი, თუმცა პირადობის ნეიტრალური მოწმობის გამო, ვერ იღებს სახელმწიფოსგან შესაბამის სოციალურ პაკეტს. საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა მიუთითეს საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლზე, რომლის მიხედვითაც საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის…
…კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის…
…მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას და «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მინისტროს 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი…
…გადაწყვეტა შეიძლება,,სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 90.3 მუხლით, როცა საუბარია საქართველოში მცხოვრებზე და არა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო თუ ამ აზრს არ დაეთანხმებიან ტერმინ „სტატუსის“ სხვა დანიშნულების გამო, შესაძლებელია კონსტიტუციის პირველ მუხლზე მითითებაც, რადგან 1991 წლის რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით საქართველოში მცხოვრებ და ჩაწერილ პირებს…
…მოწმე თ------------------ს გამოკითხვის ოქმის, ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ. 3. სამართლებრივი შეფასება: სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს…
…პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე. ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპროპრიატორი არის პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ვინაიდან, საქმეში არ…
…საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში. 2. საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს…
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუცია“, მუხლი 1, №786, 24.08.1995, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.000.116 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30346/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია