განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
190100118002717029
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/796-18

(№042091018001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 აპრილი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ო--------–-----–---ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ა------------------------–----------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------–-----–------------------------------ში.

 

ადვოკატი: ლალი ბიწოშვილი,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულიპირის მიერ.

 

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ო--------–-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა 10500 (ათიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 16 თებერვლიდან 2018 წლის 20 თებერვლის პერიოდი) შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ო--------–----–---ი 2018 წლის 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ფ-------–-----------–---------ის საავტომობილო გზის მეოთხე კილომეტრზე, პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას -144,446 გრამ ჰეროინს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების - მორფინის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა ო--------–----–---მა განმეორებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“ და "მეტადონი".

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ, ო--------–----–---მა, რომელსაც საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 2018 წლის 27 ივნისს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

ბრალდებულმა ო--------–-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ მან დაადასტურა, რომ საქართველოში იმყოფება და შემოვიდა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით და 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქ/პ-ით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და იგი ამოღებულ იქნა არა მისი პირადი, არამედ ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად. მიაჩნია, რომ ო--------–---ი თავად ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას, ვინაიდან ოჯახის წევრთან ერთად დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღებით და მან პოლიციასთან თანამშრომლობის გამო მისცა სასამართლოს მის წინააღმდეგ ჩვენება.

 

ო--------–-----–---ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა მის მიმართ ჩხრეკის ჩატარების საფუძველი და 2018 წლის 9 ოქტომბერს 18:30-18:55 დროის შუალედში ო--------–-----–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჯინსის ლურჯი ფერის შარვლის წინა უბიდან საქამრის შიდა მხრიდან ამოღებული იქნა მოგრძო დამრგვალებული ფორმის რამოდენიმე ცელოფანში და ბოლოს მოწითალო ფერის ცელოფანში მოთავსებული ყავისფერი ფერის ფხვნილი, რომელსაც გარედან გადაკრული აქვს წებოვანი გამჭირვალე ლენტი, რომელიც ამოღების შემდეგ მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის გამჭირვალე ფაილში, რომელიც დაილუქა N2 ლუქით რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები მონაწილე პირების მიერ, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი. ასევე მისი ლურჯი ფერის ჯინსის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი SAMSUNG-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდია: 3----------------------------------------, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი სიმ ბარათი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი. მობილური ტელეფონი მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის გამჭირვალე ფაილში, რომელიც დაილლუქა N2 ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები მონაწილე პირების მიერ, დაესვა თარიღი და საქმის ნომერი. აღნიშნული ამოღებული ნივთები გადატანილი იქნა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

2018 წლის 9 ოქტომბერს 22:05-22:50 დროის შუალედში ქ.თბილისი, შ-----------–-------------ში, ო--------–-----–---ის საცხოვრებელ ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბინის ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი ნაპოვნი და ამოღებული არ ყოფილა. ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა ო--------–-----–---ის სახელზე გაცემული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი N---------, რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში და დაილუქა N2 ლუქით, რომელზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სს საქმის ნომერი.

 

საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 10 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტის დასკვნისა და მოწმე ნ-----–------ის ჩვენების თანახმად, დადგინდა, რომ ო--------–-----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: უფერო გამჭირვალე წებოვანი ლენტით შემოგარსული ვარდისფერი და უფერო პოლიეთილენის ნაჭრების ფენებში მოთავსებული 3 (სამი) ცალად დაფასოებული:

 

- 2 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერებები, საერთო წონით მშრალ მდგომარეობაში - 205,23 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 316,55 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 142,1309 გრამის ოდენობით.

- უფერო პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ქაღალდის ნაჭერში გადახვეული ყავისფერი პლასტიკური მასა, წონით - 33,63 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 2,3151 გრამის ოდენობით. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ მშრალ მდგომარეობაში ატარებელ დასკვნას, რათა მოხდეს ზუსტი წონის დადგენა.

 

მოწმეებმა ლ-–----------ემ, ა--------------ებ, ზ---------------–---–მა, დ-----------------ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე ა--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ო--------–-----–---ის შესახებ, რომლის მიხედვით იგი მოძრაობდა შავი ფერის ა/მანქანით მარნეული-თბილისის მიმართულებით და მას პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული პატაკის სახით შეატყობინა ხელმძღვანელს. საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმე ლ-–----------ის განმარტებით, სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სხვა პირებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. მარნეული თბილისის მიმართულებით მოძრავ საავტომობილო გზაზე შენიშნეს "ჰონდას" მარკის ა/მანქანა და მიუთითეს მძღოლს, რომ გაჩერებულიყო. მათ თან ახლდათ თარჯიმანი და მისი დახმარებით ო--------–-----–---ს აცნობეს, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა. იგი იჯდა წინა მარჯვენა სავარძელზე, მძღოლის გვერდით. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ თვითონ, ზ---------------–---–ი და თარჯიმანი ნ-----–---------ი. გამომძიებელმა დ-----------------ამ განუმარტა უფლებები და შეადგინა ოქმი. ო--------–-----–---ის შარვლის უბიდან ამოიღო დამრგვალებული მოგრძო ფორმის შეფუთული საგანი, ასევე ტანსაცმლის ჯიბეებიდან ამოიღო მობილური ტელეფონი. მის გარდა ა/მანქანაში ისხდნენ მანქანის მძღოლი და მისი მცირეწლოვანი ბავშვი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ---------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ო--------–-----–---ი დაკავებულ იქნა პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე და გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მანვე აღნიშნა, რომ ო--------–-----–---ის ჩხრეკის პარალელურად ჩატარდა ო--------–---ის პირადი და ა/მანქანის ჩხრეკა, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთები არ ამოღებულა.

 

მოწმე დ-----------------ამ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების რეალობა.

 

მოწმე ო--------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს ო--------–-----–---მა დაურეკა და სთხოვა თავისი მანქანით გადაადგილება, მან მანქანა მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიასთან გააჩერებინა და უთხრა, რომ ნათესავთან მიდიოდა და დალოდებაც სთხოვა, რადგან უკან უნდა წამოსულიყო. გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩაუტარეს მას, ო--------–ის და მანქანაშიც. ო--------–ის ჩხრეკის დროს შარვლის უბიდან ამოიღეს წითელ პაკეტში შეფუთული საგანი. თვითონ ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და დაჯარიმებული უკანონოდ მოხმარებისთვის, თუმცა ამ საქმესთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ჩხრეკის დროს მანქანაში მისი მცირეწლოვანი შვილიც იჯდა, იგი თან ახლდა მას, რადგან როდესაც ო--------–იმ დაურეკა, მასთან ერთად იყო.

 

მოწმე ნ-----–---------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო ო--------–-----–---ის პირად ჩხრეკაში, 2018 წლის 9 ოქტომბერს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გააჩერეს შავი ფერის ა/მანქანა და იქ მყოფ მგზავრს უთარგმნა დადგენილება მისი პირადი ჩხრეკის შესახებ. ო--------–-----–---ს შარვლის უბიდან ამოუღეს შეფუთული, მოგრძო ფორმის ნივთი. მან ხელი მოაწერა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებს და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

მოწმე ნ------------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მე-11 განყოფილებაში, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოში, მის მოვალეობაში შედის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრების კონტროლი, შესაბამის ბაზაში დარეგისტრირება და თარიღის დამღის დაფიქსირება. როდესაც პირი შემოდის საზღვარზე შეუძლებელია, რომ ის არ შემოწმდეს.

 

სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ნარკოტიკული საშუალება.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა არა ო--------–-----–---ის, არამედ ო--------–---ის ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად, ვინაიდან ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა არცერთი ზემოთაღნიშნული მტკიცებულება და ამასთან სასამართლოს არ აქვს მათ სინამდვილეში ეჭვის შეტანის საფუძველი. საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე თარჯიმნისა და ა/მანქანის მძღოლის ჩვენებებთან. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ბრალდებულმა ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს. ოქმის მიხედვით ამოღებული ნივთი დაილუქა და შესაბამისი მონაცემების მითითებით გაიგზავნა ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტიზის დასკვნის ფოტოსურათების მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილ ნარკოტიკულ საშუალებას აქვს ისეთივე ფორმა, როგორსაც აღწერენ დაკითხული მოწმეები თავიანთ ჩვენებებში. გარდა ამისა, სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქმეზე დაკითხული თარჯიმანი, რომელმაც დაადასტურა ო--------–-----–---ის პირადი ჩხრეკის გარემოებები, არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის შედეგით დაინტერესებულ პროცესის მონაწილედ, ვინაიდან იგი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ შესრულებულ თარგმნაზე, მნიშვნელოვანია ასევე ო--------–---ის ჩვენება იმ თვალსაზრისით, რომ იგი ისეთივე გარემოებებზე უთითებს, რაც ო--------–-----–---ის ჩხრეკის ოქმშია მითითებული და გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო--------–-----–---მა ჩაიდინა დანაშაული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებულიოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

მოცემულ საქმეზე, ამოღებული ”ჰეროინის” საერთო წონა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს -144,446 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

 

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო--------–----–---ი 2018 წლის 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ფ-------–-----------–---------ის საავტომობილო გზის მეოთხე კილომეტრზე, პირადად ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას -144,446 გრამ ჰეროინს.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ო--------–-----–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა 10500 (ათი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ო--------–-----–---ი ითვლება ნასამართლევ პირად, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის და სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 9 ოქტომბრის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ო--------–-----–---ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფის“ და "მეტადონის" მოხმარების ფაქტი;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის დადგენილებით, ო--------–-----–---ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის და სახდელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, თუ სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ო--------–-----–---ი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული იქნა 2018 წლის 27 მარტს, ხოლო განმეორებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა 2018 წლის 9 ოქტომბერს. შესაბამისად, განმეორებით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაფიქსირდა ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან;

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ”ოპიუმი” და "მეტადონი", რაც გამოვლენილი იქნა 2018 წლის 9 ოქტომბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აღსრულება შესაძლებელია სახელმწიფოს საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივი გადაადგილებით და ყოველგვარი ხერხით. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტაციისა და ნებართვის გარეშე, მათ შორის ყალბი დოკუმენტისა და ასეთივე ბეჭდის გამოყენებით ან ვადაგასული საზღვარგარეთის პასპორტით. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხერხდა დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მისი ჩადენის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ო--------–-----–---ს საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 2018 წლის 27 ივნისს და მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”დ”, მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პ, სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ო--------–-----–---ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

ო--------–-----–---ი წარსულში ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ო--------–-----–---ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, როგორიცაა ჰეროინი, მისი შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს, ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას (არის ნასამართლევი, მაშ შორის ნარკოტიკული დანაშაულისათვის) და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ო--------–-----–---ს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ისედაც მკაცრი სასჯელის გათვალისწინებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისათვის დაწესებული სანქციის ფარგლებში -თ/ა 12 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - თ/აღკვეთა 3 წლის ვადით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

 

რაც შეეხება სსკ-ს 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელს - 1 წელი თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 08 აგვისტოს ნარკოლოგიური გამოკვლევისას, ო--------–-----–---ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარებასთან ერთად, დაუდგინდა ოპიუმის და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, შესაბამისად, ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ვერ იქნება მიღებული მხედველობაში და სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს ოპიუმის და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, რომელთან დაკავშირებითაც რაიმე სახის ცვლილებები კანონში გათვალისწინებული არ არის.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ო.ვალიევს უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის განმეორებით ჩამდენ პირს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ო--------–-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება , უნდა განადგურდეს, ხოლო მობილური ტელეფონი და პასპორტი უნდა დუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო--------–-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ო--------–-----–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

2. ო--------–-----–---ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;

 

3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ო--------–-----–---ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 ოქტომბრიდან.

 

4. ო--------–-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონი და პასპორტი, დაუბრუნდეს ბრალდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო ნარკოტიკული საშუალება, დალუქული ერთ პაკეტად FCD 758376 ლუქით, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამომძიებელ დ-----------------ასთან).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე