განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3737-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 19 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-------------- - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ი----------–----------------–--------–-----–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------–----–-------------------------------------------------------ში.
ადვოკატი - ი-----–-------ა
თარჯიმანი - ს---------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა-------------მა, 2015 წლის 18 ოქტომბერს, უკანონოდ გადმოკვეთა დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გამავალი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და სომხეთიდან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ა--------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ნ---------------ას, დ-------------–---–-ს, ი-----------ს გამოკითხვის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, საზღვრის კვეთის მონაცემები ა--------------ს მიმართ და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა--------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა-------------მა 2015 წლის 18 ოქტომბერს უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ა-------------ს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------------ს მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას - ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა--------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ჯარიმის სახით.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - შეტყობინება 112-ში (ინახება შსს სასაზღვრო პოლიციაში) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. ნივთიერი მტკიცებულება - შეტყობინება 112-ში (ინახება შსს სასაზღვრო პოლიციაში) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე