განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5379-18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------–-–---–-
ბრალდებული - ჰ---------–---, დაბადებული 1----–-–---------–---, ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ი----------–----------------–---–-------------–-, ამჟამად ძებნილი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 ოქტომბერს ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---------–----, რომელიც იმყოფებოდა ს-------–-, უკანონოდ გადმოკვეთა დ-------------------------–----------- მიმდებარედ გამავალი საქართველო----------- სახელმწიფო საზღვარი და გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა. კერძოდ:
საქართველოს შ-------------------------------------–- სამმართველოს თანამშრომლების, მოწმეების - გ-----------–------- და ნ---------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის ღამის 3-4 საათამდე შემოვლა-პატრულირებისას, ს--------- საზღვართან მდებარე ს------–----------–-, საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ან ერთ კილომეტრში, დაინახეს გზაზე მომავალი ახალგაზრდა ადამიანი, ზურგჩანთით. გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, აღმოჩნდა ჰ---------–---. იგი გაუგებარ ენაზე საუბრობდა, მაგრამ მიმიკებით, ჟესტიკულაციით, ასევე, ნ---------------–---–-- მცირედი აზერბაიჯანული ენის ცოდნით, გაიგეს, რომ ს------------ იყო გადმოსული და თავშესაფარს ითხოვდა. ჰ---------–---- მათ წარუდგინა პირადობის მოწმობის მაგვარი პლასტიკური ბარათი, სომხურენოვანი წარწერებით. შეჩერების ადგილის გათვალისწინებით, დაახლოებით ნახევარი საათის გადმოსული იყო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარადგინეს დ------- რაიონულ სამმართველოში.
ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწის, მოწმე ზ----------------–---–-- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, ჰ---------–---ს მიმართ. ჰ---------–---- განაცხადა, რომ ირანიდან გამოიქცა, რადგან ვიღაცასთან მეგობრობის გამო დევნიდნენ, რამდენიმე თვე ს-------–- იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ს-------–- რაღაც კანონები შეიცვალა და შეიძლებოდა, უკან დაებრუნებინათ, იქიდანაც გამოიპარა, მოვიდა საქართველოს საზღვრამდე და 2018 წლის 18 ოქტომბერს, ღამის 3 საათზე, გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჰ---------–--- გაიყვანეს ადგილზე, სადაც კონკრეტულად მიუთითა ადგილი, საიდანაც რამდენიმე საათის წინ გადმოვიდა, ასევე, ჩაატარა ჰ---------–---ს და მისი ბარგის ჩხრეკა, რა დროსაც, პირად ნივთებთან ერთად, ამოიღეს დაბადების მოწმობა, ს-------–- გაცემული დოკუმენტი და ირანის ავტობუსის ბილეთი.
2018 წლის 18 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმით, ჰ---------–---სგან, სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულ იქნა ირანის რესპუბლიკაში გაცემული დაბადების მოწმობა და მისსავე სახელზე ს--------- რესპუბლიკაში გაცემული სომხურ ენაზე შესრულებული მოწმობა.
იმავე დღეს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დ-------------------------–----------- შესასვლელში ჰ---------–---- აჩვენა ადგილი, სადაც იგი 18 ოქტომბერს, ღამით, მივიდა ს--------- რესპუბლიკიდან, ასევე, აჩვენა ი--------- გასასვლელი, საიდანაც იწყება სოფლის მიმდებარედ არსებული საძოვრები და რომლის შემდეგ გადის საქართველო----------- საზღვარი, ასევე, აჩვენა მავთულხლართი, რაც გადის საქართველო----------- საზღვრის მთელ სიგრძეზე. ამის შემდეგ ჰ---------–---- მიუთითა კონკრეტული ადგილი, საიდანაც გადმოვიდა მავთულხლართზე ს--------- რესპუბლიკის მხრიდან და ი--------- მიმართულება, საითაც გამოემართა საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ.
შ---------------- პოლიციის გამომძიებლის, მოწმე ბ--------------–---–-- ჩვენებით, ვინაიდან ჰ---------–---- გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ თავშესაფარი სურდა საქართველოში, წერილი შეადგინა და გაგზავნა მიგრაციის დეპარტამენტში. ასევე, წარადგინა ჰ---------–---.
ამავე პოლიციის გამომძიებლებმა თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა, კერძოდ:
მოწმე ბ-------------–---–-- ჩვენების მიხედვით, გააგრძელა დ------- შს რაიონული სამმართველოდან გადმოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. გამოკითხა ჰ---------–----, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. წაუყენეს ბრალი, წარადგინეს სასამართლოში, რის შემდეგაც საქმის არსებით განხილვამდე მიიმალა.
მოწმე მ----------------- დაადასტურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გ------------–------ გამოკითხვა, რომელმაც შეაჩერა ჰ---------–---, როდესაც მან მწვანე ზოლი გადმოკვეთა.
ი----------–------- რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანიზაციის მიერ გაცემული დუბლიკატით, ჰ---------–---ს პირადობის მოწმობის ნომერია 931, დაბადებულია 1----–-–---------–--- ქ.ჰ-------–-.
ს--------- რესპუბლიკის თავშესაფრის მაძიებლის მოწმობით, ჰ---------–---ს საცხოვრებელი მისამართია: ქ.ე-------, მ---–-------------------. მოწმობა გაცემულია 2018 წლის 12 ივლისს. მისი მოქმედების ვადაა 2018 წლის 11 ოქტომბერი.
საზღვრის კვეთის მონაცემებით და შსს საინფორმაციო გვერდის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 1----–-–---------–--- დაბადებულ ჰ---------–---ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები ვერ მოიძებნა. მის მიერ საქართველოს სახელწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 5 ნოემბრამდე არ დაფიქსირებულა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ჰ---------–---- 2018 წლის 18 ოქტომბერს უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ს------------.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებითა და მათში ასახული ძირითადი პრინციპებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ უნდა იქნეს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმების, თითოეული მათგანის შინაგანი რწმენით, საქმესთან დამოკიდებულებისა და უტყუარობის, აგრეთვე, ფაქტების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენისათვის საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჰ---------–---- ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. დანაშაულის ობიექტს საზღვრის უკანონო კვეთასთან მიმართებაში წარმოადგენს სახელმწიფოში დადგენილი მმართველობის წესი და საზღვრის ხელშეუხებლობა, დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.
საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განისაზღვრება 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უკანონოა, თუ იგი ჩადენილია კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით აკრძალული წესით. დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. უკანონოა საზღვრის გადაკვეთა, სათანადო დოკუმენტების და ნებართვის გარეშე, ასევე, არასათანადო ადგილას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით, მაგალითად, ფეხით, ცურვით, სატრანსპორტო საშუალებით, საჰაერო გზით ან სხვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ყველა მოწმე მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის პირველწყაროა. სასამართლო სხდომაზე მათი დაკითხვისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობაზე, არასანდოობასა და არაგულწრფელობაზე მიანიშნებდა.
დ------- შს სამმართველოს თანამშრომლებმა - გ-----------–------ და ნ---------------–---–--, რომლებიც პატრულირებდნენ ს-------------------–--ს საზღვრისპირა ს------–----------–-, 2018 წლის 18 ოქტომბერს გამოავლინეს ი----------–------- რესპუბლიკის მოქალაქე ჰ---------–---, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსული იყო საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტების გარეშე და იმყოფებოდა/მოძრაობდა საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ან ერთ კილომეტრში.
აღნიშნული ინფორმაციის თანხვედრია საზღვრის კვეთისა და შს სამინისტროს სპეციალური ბაზის დათვალიერების ოქმი, რომელთა თანახმად, ჰ---------–--- არ გადაუკვეთავს სახელმწიფო საზღვრი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირი რეალურად აღმოჩნდა საქართველო----------- საზღვარს მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული პირდაპირ გულისხმობს, რომ იგი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა კანონით დადგენილი წესის დარღვევით. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონით (მე-13-15, 24-ე მუხლები) გათვალისწინებული წესები, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ‘‘ გაეროს 1951 წლის კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა, მოესმინა ბრალდებულის პოზიცია, რამდენადაც მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შემდეგ იგი გადავიდა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე (წერილები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისიდან სამხრეთ კავკასიაში), თუმცა მოწმეთა დაკითხვისას გაჟღერდა გამოძიების დროს მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ირანიდან გამოიქცა, რადგან დევნიდნენ და ჩავიდა ს-------–-, საიდანაც უკვე ფიქსირდება მისი საქართველოში უკანონოდ შემოსვლა.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გარემოება არ იწვევს ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რამდენადაც ჰ---------–---- საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა არა იმ ქვეყნიდან, სადაც იდევნებოდა, მისივე განმარტებით, არამედ იმ ქვეყნიდან, სადაც მასზე გაცემულია თავშესაფრის მაძიებლის მოწმობა, რომლის თანახმადაც, ის დროებით, ლეგალურად ცხოვრობდა ქ.ე------–-, მ---–--------------------ში. აღნიშნული მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ოქტომბერს და სწორედ ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში ჰ---------–----, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე, გადმოკვეთა საქართველო----------- საზღვარი, რის შემდეგაც, გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან თავშესაფრის მოთხოვნის შემდგომ წარმდგარიყო ხელისუფლების ორგანოში სათანადო განმარტების მისაცემად საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, ის ფარულად გადავიდა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამდენად, ზემოთ განხილულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვისგამომრიცხავ და უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჰ---------–---- უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, ჰ---------–--- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა მისი სიმკაცრე, არამედ - მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ - ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, ჰ---------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს ჰ---------–---ს სახელზე გაცემული ს--------- ბინადრობის მოწმობა და ი----------–------- რესპუბლიკის პირადობის მოწმობა, რაც უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, რამდენადაც არც დანაშაულის საგანს წარმოადგენს და არც დანაშაულის ჩასადენად ყოფილა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჰ---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ჰ---------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ჰ---------–---ს სახელზე გაცემული ს--------- ბინადრობის მოწმობა და ი----------–------- რესპუბლიკის პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომელთა მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე