განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100119003211840
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4534-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 17 ოქტომბერი, 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ------------------- - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 2----–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თურქეთის რესპუბლიკაში, ქ----------–ში.

 

ადვოკატი - ი-----------

 

თარჯიმანი - თ-----------ე

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება).

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 1------------ე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ-------------------მა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და თბილისი-ლონდონის ავიარეისით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრების მიზნით, საპასპორტო კონტროლის გავლისას წარადგინა თავის სახელზე გაცემული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რომელშიც ჩაკრული იყო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყალბი ვიზა ნომრით 0---------

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა თ--------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის, ამოღების ოქმის და ნივთიერი მტკიცებულების (პასპორტი და ვიზა), მოწმე თ------------------ს გამოკითხვის ოქმის, ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით. საზღვრის უკანონო გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე, მაგალითად საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტისა და ასეთივე ბეჭდის გამოყენებით, ვადაგასული საზღვარგარეთის პასპორტითა და ვიზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მითითებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება იგი დამთავრებულია მოქმედების განხორციელების მომენტიდან, ანუ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. ბრალდებული თ-------------------მა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და თბილისი-ლონდონის ავიარეისით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოში გამგზავრების მიზნით საპასპორტი კონტროლის გავლისას წარადგინა ყალბი ვიზა, რა დროსაც დაკავებული იქნა, შესაბამისად სახე გვაქვს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. კანონის დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი მმართველობის წესს.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, კერძოდ ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღება ან გამოყენების მიზნით, აღნიშნული საგნების გასაღება, მათი გამოყენება. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის შტამპის ან ბლანკის დამზადებაში კი იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბება, მაგალითად ტექსტის ნაწილობრივ გადასწორება, დამატებითი მონაცემების შეტანა, სხვის მაგივრად ხელის მოწერა, რიცხვის, ნომრის შეცვლა ციფრების გადაადგილებით, ამოშლით და სხვა. რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის ვისაც შემოწმების უფლება აქვს. ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით თ--------------------ს სახელზე გაცემული თურქეთის რეპუბლიკის მოქალაქის N--------- პასპორტის მე-7 გვერდზე არსებული N--------- ვიზის ბლანკი დამზადებულია სტამბური წესით. T---------------ის სახელზე შევსებული N--------- ვიზა არ შეესაბამება ანალოგური სახის ნამდვილ დოკუმენტს.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ--------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ამოღების ოქმით და ნივთიერი მტკიცებულებით (პასპორტი და ვიზა), მოწმე თ------------------ს გამოკითხვის ოქმით, ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თ-------------------მა 2019 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზნით საპასპორტო კონტროლის გავლისას წარადგინა მის სახელზე გაცემული თურქეთის მოქალაქის პასპორტი, რომელშიც ჩაკრული იყო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ყალბი ვიზა. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ თ-------------------ს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას - ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ--------------------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ყავისფერი ნაჭრის სამგზავრო ხელჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით (ყავისფერი ტყავის საფულე, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 145 ევროსა და 100 ლარის ოდენობით, ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი), თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ--------------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა ნომრით N----------, Georgian Airways-ის ჩასხდომის ბარათი შევსებული T---------------ის სახელზე (რეისი N---) და თ--------------------ს სახელზე გაცემული პასპორტი N---------, მასში არსებულ ვიზაზე შესაბამისი აღნიშვნის შემდეგ (ინახება შსს თ---–----------------–-------–-–---------------------------–---------------------------–-------------------------------–--ში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 31 აგვისტოდან 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათლით) შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თ------------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულებები - ყავისფერი ნაჭრის სამგზავრო ხელჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით (ყავისფერი ტყავის საფულე, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა 145 ევროსა და 100 ლარის ოდენობით, ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი), თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ--------------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა ნომრით N----------, Georgian Airways-ის ჩასხდომის ბარათი შევსებული T---------------ის სახელზე (რეისი N---) და თ--------------------ს სახელზე გაცემული პასპორტი N---------, მასში არსებულ ვიზაზე შესაბამისი აღნიშვნით (ინახება შსს თ---–----------------–-------–-–---------------------------–---------------------------–-------------------------------–--ში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე