განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
330310017002225785
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/636-19

N330310017002225785

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდი---- - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ჟ-------–--ა

წარმომადგენელი - დ-----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ---------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ-------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2017 წლის 12 სექტემბერს ჟ-------–--ას წარმომადგენელმა დ-----------ემ განცხადებებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ვ--–----------–--------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა მოითხოვა, მონაცემებით: სახელი - ვ--–------ა, გვარი - ა-–--------ა, დაბადების თარიღი - 2--------- წელი, დაბადების ადგილი - კ------------ი, ს------–---------–----, დედა - ე-------------–--------ა, მამის სახელი - ი----. განმცხადებლის ინფორმაციით, ვ--–----------–--------ა გარდაიცვალა 1----–-–---------------ს, თბილისში. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ დაინტერესებული მხარისათვის შეუძლებელია გამოთხოვილ იქნეს ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ჩანაწერი, ვინაიდან მათთვის უცნობია დაბადების რეგისტრაციის ადგილი. დაინტერესებული მხარისათვის დაბადების ფაქტის დადგენისადმი იურიდიული ინტერესი არის მემკვიდრეობა (ს.ფ. 51-52; 109-110).

 

1.2.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს მიღებულ იქნა №0----------- გადაწყვეტილება ვ--–----------–--------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელს დაევალა წარედგინა ვ--–----------–--------ას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი სამსახურის (არქივის) უარი ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ჩანაწერის არარსებობის თაობაზე. ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა - 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. ამავე გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა წარდგენილი განცხადება (ს.ფ. 53-55).

 

1.2.3. 2017 წლის 18 სექტემბერს ჟ-------–--ას წარმომადგენელმა - მ--–---------------–---–მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და წარადგინა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის 2017 წლის 12 სექტემბრის №0-------- წერილი. მხარემ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შეუძლებელია რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ჟ-------–--ას დედის საქართველოს მოქალაქეობის ფაქტი.

 

თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილის 2017 წლის 12 სექტემბრის №0-------- წერილის თანახმად, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ჟ-------–--ას წარმოამდგენლის მ--–---------------–---–ის მოთხოვნა ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ამონაწერის გაცემის თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა არასრულყოფილია, იგი შეიქმნა 2008 წლიდან და მატერიალურად არსებული აქტის ჩანაწერების ელექტრონულ ბაზაში ასახვა ხორციელდება ეტაპობრივად; ამასთან, მხარის მიერ წარდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული დაბადების აქტის სავარაუდო რეკვიზიტები (აქტის რეგისტრაციის თარიღი, მარეგისტრირებელი განყოფილება და აქტის ნომერი), რათა მომხდარიყო მისი ასლის შესაბამისი არქივიდან გამოთხოვა (ს.ფ. 159-161).

 

1.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული დ-----------ის 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- განცხადება ვ--–----------–--------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, ვინაიდან დაინტერესებული მხარის მიერ ვერ იქნა ხარვეზი შევსებული (ს.ფ. 58-60).

 

1.2.5. 2017 წლის 18 ოქტომბერს ჟ-------–--ას წარმომადგენელმა მ--–---------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა მოითხოვა ასევე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ--–----------–--------ას დაბადების ფაქტის დადგენის თაობაზე, 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის შესაბამისად (ს.ფ. 178-180).

 

1.2.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილებით ჟ-------–--ას წარმომადგენლის მ--–---------------–---–ის 2017 წლის 18 ოქტომბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განცხადების შეტანისას არ ყოფილა წარდგენილი ვ--–-----------–---ს (ა-–--------ას) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ასევე ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული პირის დაბადების აქტის ჩანაწერის მოპოვება შეუძლებელია, რაც გახდა ხარვეზის დადგენის საფუძველი. დადგენილი ხარვეზი კი ვერ იქნა შევსებული დაინტერესებული მხარის მიერ, რაც გახდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ვინაიდან ვ--–----------–--------ა დაბადებული იყო რ------ში, მისი დაბადების აქტის არსებობის/არარსებობის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო უპირველეს ყოვლისა მისი დაბადების ადგილის მიხედვით (შემოწმებულიყო კ------------ი, ს------–---------–----ს სამოქალაქო აქტების ჩანაწერები) (ს.ფ. 69-72).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებს. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ უფლებამოსილებას წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა, მათ შორის, „ე.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს ჟ-------–--ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ვ--–----------–--------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა მოითხოვა.

 

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარედგინა ვ--–----------–--------ას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი სამსახურის (არქივის) უარი ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ჩანაწერის არარსებობის თაობაზე. მხარეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დაეტოვებინა წარდგენილი განცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელი იყო წარდგენილი განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების მისაღებად და მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი იყო თუ არა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური განუხილველად დაეტოვებინა მხარის განცხადება.

 

სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს დაბადების/დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები საქართველოში მცხოვრები იმ პირის მიმართ, რომლის მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისათვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.

 

,,მოქალაქეობის შესახებ'' საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევიან 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ვ--–----------–--------ა (ბ--–---) დაიბადა რ------ში, კ------------ში. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდებოდა ვ--–----------–--------ას (ბ--–---ს) საქართველოს მოქალაქეობა. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელი იყო წარდგენილი განცხადების საფუძველზე არსებითი ხასიათის გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით დადგენილი წესები, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (თავი VI), თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილებით დავალებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვერ იმსჯელებდა არსებითად მხარის მოთხოვნაზე და მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-33-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №0-----------, 2017 წლის 20 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილებები კანონიერია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მე-4 ნაწილით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი ხარვეზის დადგენის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ 2017 წლის 20 სექტემბრის №0----------- გადაწყვეტილებები, ასევე კანონიერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის მოსარჩელის 2017 წლის 12 სექტემბრის №0----------- განცხადების განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებასთან ერთად წარდგენილი ჰქონდა იმავე დღის - 12.09.2017წ. განცხადება, რომელზეც 12.09.2017წ. N0----------- გადაწყვეტილებით დადგინდა ხარვეზი და მოთხოვნილ იქნა ვ--–----------–--------ას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე შესაბამისი სამსახურის (არქივის) უარი ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ჩანაწერის არარსებობის თაობაზე. ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივად წინააღმდეგობრივი იყო, 18.09.2017წ. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც გარდა ხარვეზის საფუძვლებისა, მითითებული იყო, რომ რადგან ვ--–-----------–--- (ქორწინებამდე ა-–--------ა) გარდაიცვალა 0---------წ. და ის გარდაცვალების მომენტისათვის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ცხადია, 1993 წლის 31 მარტისათვის ცოცხალი არ იქნებოდა. განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ვერავითარი დოკუმენტი ვერ წარადგინა, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლის დედის საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული შეუძლებელი იყო, ვინაიდან ვ. ბ--–---ს გარდაცვალების მომენტისათვის ასეთი ცნება არ არსებობდა და თუ სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვარაუდობს სადმე ასეთი დოკუმენტის არსებობას, მაშინ უნდა მიეთითებინა და დახმარებოდა მხარეს. ადმინისტრაციული ორგანო არ დაელოდა ხარვეზის შევსების ვადას (25.09.2017წ.) და 20.09.2017წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დატოვა განუხილველად, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ ვერ იქნა წარდგენილი ვ--–----------–--------ას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი დაბადების შესახებ ინფორმაცია საქართველოდან. სგს 17.11.2017წ. N0---------- გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად იგივე საფუძვლებზე მითითებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, რ------------------–--დან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის დედის დაბადების აქტი, თუმცა მიღებულია თუ არა რაიმე პასუხი, უცნობია.

 

ამდენად, თუ მოსარჩელის დედის დაბადების აქტის თაობაზე პასუხი სგს-ს დღემდე არ მიუღია, რა შესაძლებლობა ჰქონდა თავად მოსარჩელეს, მიეღო ინფორმაცია და რატომ არ შეიძლებოდა, შექმნილი ვითარება განმცხადებლისათვის ჩათვლილიყო ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 90.5 მუხლით გათვალისწინებულ და მოსალოდნელ არათანაზომიერ ხარჯებად და ძალისხმევად? განცხადების შეტანიდანვე მითითებული იყო დამაბრკოლებელ ფაქტორებზე და შესაბამის მუხლზე, ამდენად, მოსარჩელის საუარესოდ არ უნდა დასაბუთებულიყო, რომ მსგავს სიტუაციას ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 90.5 მუხლი არ გულისხმობდა.

 

აპელანტის განმარტებით, უკანონოა გასაჩივრებულ აქტებში და სასამართლო გადაწყვეტილებაში იმ გარემოებაზე მითითება, რომ წარდგენილი არ იყო უარი ვ--–----------–--------ას დაბადების მონაცემების არარსებობაზე (როცა ამის პარალელურად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზედმიწევნით ცნობილი იყო, თუ სად დაიბადა ვ--–----------–--------ა და რატომ ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის მოპოვება). აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 90.5 მუხლთან და ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 81-ე მუხლთან. აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-57-52(კ-13) 03.10.2013წ. განჩინებით გაკეთებულ განმარტებაზე: ,,საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, აღნიშნული არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამატებითი ბარიერი და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ბოროტად, დაინტერესებული მხარის საზიანოდ”. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულის პირდაპირი ნიმუშია მოპასუხეთა მოქმედებები.

 

აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ ავრცელებს ამ შემთხვევაში სასამართლო კანონს საქართველოში მცხოვრებ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მიღების მომენტისათვის (1993 წლის 31 მარტი) ფიზიკურად არ არსებობდნენ (კანონი აღნიშნულის შესახებ იმპერატიულ დათქმას არ შეიცავს), ან რატომ არ შეიძლება აწგარდაცვლილი ვ--–-----------–--- ჩაითვალოს 90-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ,,საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირად“. მოპასუხეთა და სასამართლოს ლოგიკით გამოდის, რომ ვინც საქართველოს მოქალაქეობის კანონის მიღებამდე გარდაიცვალა, მათ მიმართ კანონის მიდგომა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, რაც კანონის მიზანი არ შეიძლება იყოს და არც კანონი ადგენს ამას პირდაპირ. გასარკვევია საკითხი, თუ ვისი მოქალაქე იყო ვ--–-----------–---. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ქვეყანაში სამოქალაქო ომის პირობებში, კონსტიტუციის არარსებობისას მოქალაქეობის კანონს არ მიიღებდნენ, თუმცა ვ--–-----------–---, სიცოცხლის შემთხვევაში, სპეციალური ძალისხმევის გარეშე გახდებოდა საქართველოს მოქალაქე. მოპასუხეებმა უნდა განმარტონ, რა სტატუსი ჰქონდათ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან საქართველოში მცხოვრებ პირებს. სადავო არ არის, რომ ვ--–-----------–--- საქართველოში ცხოვრობდა 5 წელზე გაცილებით დიდი დროის განმავლობაში (2 წლის ასაკიდან, გარდაცვალებამდე), რაც დადასტურებულია საინფორმაციო ბარათით, ფორმა N1-ით, გარდაცვალების აქტით და სხვა დოკუმენტებით. ამდენად, რა ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა მოპასუხეს გადაწყვეტილების მიღებისას, როცა აშკარაა, რომ კანონმდებლობაში ადგილი აქვს ხარვეზს, მგავსი შემთხვევა არც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით და არც უარყოფილი.

 

აპელანტის მოსაზრებით, საკითხის გადაწყვეტა შეიძლება ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 90.3 მუხლით, როცა საუბარია საქართველოში მცხოვრებზე და არა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო თუ ამ აზრს არ დაეთანხმებიან ტერმინ „სტატუსის“ სხვა დანიშნულების გამო, შესაძლებელია კონსტიტუციის პირველ მუხლზე მითითებაც, რადგან 1991 წლის რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით საქართველოში მცხოვრებ და ჩაწერილ პირებს გაუჩნდათ ახალი ტიპის კავშირი უკვე სხვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ წარმოების ზოგად წესზე. აღნიშნული კოდექსის 76.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულია იმ აუცილებელი მონაცემების ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს წარდგენილი განცხადება. კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. 83.2 მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 83.5 მუხლის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2012წ. N18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესზე”. აღნიშნული „წესის“ 68.2 მუხლის თანახმად, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, ასევე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც შეუძლებელია განმცხადებლის მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა ან ინფორმაციას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების არათანაზომიერი ხარჯების და ძალისხმევის გამომწვევი გარემოებების შესახებ; ბ) დეტალურ ინფორმაციას იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც განმცხადებელი ასაბუთებს დასადგენ ფაქტს; გ) მოწმეთა სახელს, გვარსა და მისამართს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დადგენილი უნდა იქნეს მოწმეთა ჩვენებებით. ამავე „წესის“ 69-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ამ წესის 68-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს კანონით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

დადგენილია, რომ 12.09.2017წ. ჟ-------–--ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ვ--–----------–--------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ვ--–----------–--------ა გარდაიცვალა 1----–-–---------------ს, თბილისში. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ დაინტერესებული მხარისათვის შეუძლებელია გამოთხოვილ იქნეს ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ჩანაწერი, ვინაიდან უცნობია მისი დაბადების რეგისტრაციის ადგილი. დაბადების ფაქტის დადგენისადმი იურიდიულ ინტერესად მითითებულ იქნა მემკვიდრეობა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მიიღო 12.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება, ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლითაც განმცხადებელს დაევალა ვ--–----------–--------ას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ასევე შესაბამისი სამსახურის (არქივის) უარი ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ჩანაწერის არარსებობის თაობაზე. 18.09.2017წ. ჟ-------–--ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და წარადგინა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 12.09.2017წ. №0-------- წერილი, რომლის თანახმად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ჟ-------–--ას მოთხოვნა, ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ამონაწერის გაცემის თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა არასრულყოფილია, იგი შეიქმნა 2008 წლიდან და მატერიალურად არსებული აქტის ჩანაწერების ელექტრონულ ბაზაში ასახვა ხორციელდება ეტაპობრივად. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა ჟ-------–--ას 12.09.2017წ. განცხადება ვ--–----------–--------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე, ვინაიდან დაინტერესებულმა მხარემ ვერ შეავსო დადგენილი ხარვეზი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.11.2017წ. №0---------- გადაწყვეტილებით ჟ-------–--ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 90.5 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.

 

სააპელაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 17.11.2017წ. გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმ ინფორმაციის ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით მოძიების თაობაზე, რომლის წარდგენის ვალდებულებაც დაინტერესებულ პირს დაეკისრა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ მოქალაქეობისა და მიგირაციის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია: ითვლება თუ არა საქართველოს მოქალაქედ 2---------წ. კ------------ის რაიონის სოფელ ნ------–----ში დაბადებული და 0---------წ. თბილისში გარდაცვლილი ვ--–----------–--------ა. მიღებული პასუხის თანახმად, ვინაიდან ვ--–----------–--------ა გარდაცვლილია 0---------წ., თბილისში, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, დაინტერესებული პირის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ აუცილებელ პირობებს, რაშიც იგულისხმება 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირის საქართველოში ცხოვრება ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა 1993 წლის 31 მარტისათვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიუღებლობა. ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ რ------------------–-აში, კ------------ის მხარის არქივში გაგზავნა მოთხოვნა, ვ--–----------–--------ას დაბადების შესახებ ინფორმაციის მოძიების თაობაზე, თუმცა პასუხი ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 53.5 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში მოსარჩელის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.10.2013წ. №ბს-57-52(კ-13) განჩინებაზე მითითებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, აღნიშნული არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამატებითი ბარიერი და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ბოროტად, დაინტერესებული მხარის საზიანოდ..“. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, 12.09.2017წ. განცხადებაში იმთავითვე მიუთითა შესაბამისი ინფორმაციის საკუთარი ძალისხმევით წარდგენის შეუძლებლობაზე, ხოლო ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში შეუძლებელი იყო დაინტერესებულ პირზე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დადგენილი პირობების გავრცელება, ვინაიდან ვ--–----------–--------ა გარდაცვლილია 1991 წელს, „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი კი, პირველად მიღებულ იქნა 1993 წელს. დაინტერესებულმა პირმა ასევე წარადგინა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 12.09.2017წ. №0-------- წერილი, რომლის თანახმად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ჟ-------–--ას მოთხოვნა, ვ--–----------–--------ას დაბადების აქტის ამონაწერის გაცემის თაობაზე. ამ პირობებში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო 17.11.2017წ. გადაწყვეტილებით თავადვე ადასტურებს, რომ როგორც მოსარჩელის, ისე საკუთარი ინიციატივით, მოსარჩელისათვის მნიშვნელობის მქონე, ხარვეზით დადგენილი კონკრეტული მტკიცებულებების მოძიება შეუძლებელია, თუმცა კანონიერად მიიჩნევს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ 20.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილებას, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ წარადგინა ვ--–-----------–---ს (ა-–--------ას) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული პირის დაბადების აქტის ჩანაწერის მოპოვება შეუძლებელია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს არსებითად უნდა განეხილა ჟ-------–--ას 2017 წლის 12 სექტემბრის N0----------- განცხადება და მიეღო შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებით მოთხოვნილი მტკიცებულებების მოძიება შეუძლებელია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ანუკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 12.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ, ამავე სამსახურის 20.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ჟ-------–--ას 2017 წლის 12 სექტემბრის N0----------- განცხადების არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პალატას ბათილად მიაჩნია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებები, ასევე თვლის, რომ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.11.2017წ. №0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჟ-------–--ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 12.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ, ამავე სამსახურის 20.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და უნდა დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ჟ-------–--ას 2017 წლის 12 სექტემბრის N0----------- განცხადების არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

 

ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.11.2017წ. №0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე - შესაბამისად 150 და 300 ლარს. ამავე კოდექსის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, სსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა სააპელაციო საჩივარზე ჟ-------–--ას გადახდილი აქვს ბაჟი 150 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეებს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა ჟ-------–--ას სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლომ

გა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ჟ-------–--ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ჟ-------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 12.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ, ამავე სამსახურის 20.09.2017წ. №0----------- გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ჟ-------–--ას 2017 წლის 12 სექტემბრის N0----------- განცხადების არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.11.2017წ. №0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

6. სიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა ჟ-------–--ას სასარგებლოდ.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი

 

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი