1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების დაცვით.

2. ამ კონვენციაში არაფერი არ ანიჭებს მონაწილე სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი იურისდიქცია და ფუნქციები, რომლებიც განეკუთვნება მხოლოდ ამ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას ამ უკანასკნელის შიდა კანონმდებლობის საფუძველზ