1. წინამდებარე კონვენცია, თუ მასში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გამოიყენება, რათა აღიკვეთოს, გამოძიებულ იქნეს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს:
a) დანაშაულები, რომლებიც დადგენილია ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8და 23-ე მუხლების შესაბამისად;
b) მძიმე დანაშაულები, როგორც განსაზღვრულია ამ კონვენციის მე-2 მუხლით, თუ ეს დანაშაული ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს და ჩადენილია დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, დანაშაული ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს, თუ იგი:
a) ჩადენილია ერთზე მეტ სახელმწიფოში;
b) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი მომზადების, დაგეგმვის, ხელმძღვანელობის ან კონტროლის არსებითი ნაწილი ხორციელდება სხვა სახელმწიფოში;
c) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით, რომელიც დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა ერთზე მეტ სახელმწიფოში; ან
d) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი არსებითი შედეგები ვლინდება სხვა სახელმწიფოშ