1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება აუცილებელი გახდეს განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებების დანაშაულად გამოცხადებისათვის:
a) საჯარო მოხელისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება ამ მოხელის ან სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის სასარგებლოდ, იმისთვის, რომ ამ მოხელემ, თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას, განახორციელოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისაგან;
b) საჯარო მოხელის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, პირადად ამ მოხელის ან სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის სასარგებლოდ, იმისათვის, რომ ამ მოხელემ თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას განახორციელოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისაგან.
2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებისთვის, რომლებშიც მონაწილეობას იღებს უცხო ქვეყნის საჯარო მოხელე ან საერთაშორისო საჯარო მოხელე. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ასევე უნდა განიხილოს კორუფციის სხვა ფორმების დასჯადად აღიარების შესაძლებლობაც.
3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ასევე უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს იმისათვის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად იქნეს აღიარებული ამ მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულში მონაწილეობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის და კონვენციის მე-9 მუხლის მიზნებისათვის, „საჯარო მოხელე“ ნიშნავს საჯარო მოხელეს ან პირს, რომელიც ასრულებს საჯარო სამსახურს, როგორც ეს განსაზღვრულია მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, რომელშიც მოცემული პირი ასრულებს ამგვარ ფუნქციებს და როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მონაწილე სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაშ