1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ:

a) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა შემოიღოს შიდა რეგულირების და ზედამხედველობის ყოვლისმომცველი რეჟიმი ბანკების და არასაბანკო ფინანსური დაწესებულებების მიმართ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანოების მიმართაც, რომლებიც ფულის ლეგალიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველნი არიან, იმ მიზნით, რომ გამოავლინონ და არ დაუშვან ფულის ლეგალიზაციის ნებისმიერი ფორმა, ამასთან, ასეთი რეჟიმი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა კლიენტის პიროვნების დადგენა, მონაცემთა რეესტრის წარმოება და საეჭვო გარიგებებზე ინფორმაციის წარმოდგენა;

b) უნდა უზრუნველყოს, რომ იმ ადმინისტრაციულ, მარეგულირებელ, სამართალდამცავ და სხვა ორგანოებს, რომლებიც ებრძვიან ფულადი საშუალებების ლეგალიზაციას (მათ შორის, სასამართლო ორგანოებს – თუ ეს შეესაბამება შიდა კანონმდებლობას), გააჩნდეთ თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, შიდა კანონმდებლობით დადგენილი პირობების ფარგლებში, ამ კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ამ მიზნით, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს ფინანსური ინფორმაციის ოპერატიული სამსახურის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ფულის გათეთრების პოტენციურ შემთხვევებში იმოქმედებს, როგორც ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და გავრცელების ეროვნული ცენტრი.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შესაძლო ღონისძიებების განხორციელება მათ საზღვარზე ნაღდი ფულადი სახსრების და შესაბამისი საბრუნავი დოკუმენტების გადაადგილების გამოვლენის და კონტროლის მიზნით, იმ პირობით, რომ შესაბამისი ინფორმაცია დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული და კანონიერი კაპიტალის გადაადგილება მოხდება შეუფერხებლად. ასეთი ზომები შეიძლება მოიცავდეს ისეთი მოთხოვნის დაწესებას, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირები და კომერციული საწარმოები ვალდებულნი იქნებიან განაცხადონ საზღვარზე მნიშვნელოვანი მოცულობის ნაღ დი ფულის და საბრუნავი დოკუმენტების გადატანის შესახებ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და რეგულირების შიდა რეჟიმის დადგენისას, მონაწილე სახელმწიფოებს წინადადება ეძლევათ, ამ კონვენციის სხვა მუხლების შეულახავად, იხელმძღვანელონ შესაბამისი რეგიონული, რეგიონთაშორისი და მრავალმხრივი ორგანიზაციების შესაბამისი ინიციატივებით, რომლებიც მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

4. ფულად საშუალებათა ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეეცადონ განავითარონ და წაახალისონ გლობალური, რეგიონალური, სუბრეგიონალური და ორმხრივი თანამშრომლობა; როგორც სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე საფინანსო რეგულირების ორგანოებს შორი