1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8 და 23-ე მუხლებში მითითებული დანაშაულებისთვის უნდა დაადგინოს ისეთი სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ წინამდებარე კონვენციაში მითითებული დანაშაულების ჩადენისთვის თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალდამცავი ზომების ეფექტურობა და მხედველობაში იქნეს მიღებული ამ დანაშაულთა ჩადენის თავიდან აცილების საჭიროება.

3. ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8 და 28-ე მუხლებში მითითებული დანაშაულებთან დაკავშირებით, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, თავისი შიდა კანონმდებლობის დაცვითა და დაცვის მხარის ულებების გათვალისწინებით, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა სასამართლოს სხდომამდე პირის დროებითი გათავისუფლების შესახებ ან შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანისას უზრუნველყოფილ იქნეს განსასჯელის დასწრება სისხლის სამართალწარმოების შემდგომ სტადიებზე.

4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სასამართლოებმა და სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა გაითვალისწინონ ამ კონვენციით განსაზღვრული დანაშაულების სიმძიმე ისეთი საკთხების განხილვისას, როგორიცაა აღნიშნული დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა ვადამდე ან პირობით ვადამდე გათავისუფლება.

5. საჭიროების შემთხვევაში თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ შიდა კანონმდებლობის თანახმად, უნდა დაადგინოს ხანდაზმულობის ხანგრძლივი ვადა სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრისათვის ამ კონვენციით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულთან მიმართებაშია და ხანდაზმულობის კიდევ უფრო ხანგრძლივ ვადას იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილი თავს არიდებს მართლმსაჯულებას.

6. ამ კონვენციის არცერთი დებულება არ ხელყოფს პრინციპს, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების აღწერა, დაცვის მოქმედი საშუალებები ან სხვა სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ქცევის მართლზომიერებას, უნდა წარმოადგენდეს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის რეგულირების საგანს და რომ ასეთი დანაშაულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და მათი დასჯა უნდა ხორციელდებოდეს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისა