1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თავისი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში.

2. დევნის განხორციელების ვალდებულება ვრცელდება ასევე ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონმდებლობით განიხილება როგორც დანაშაული, ხოლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით, როგორც მხოლოდ ადმინისტრაციული გადაცდომა.

3. განცხადება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ, რომელიც დაზარალებულის მიერ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო ვადებში წარედგინება მის კომპეტენტურ დაწესებულებას, ნამდვილია ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზეც.

4. პირები, რომელთაც მიადგათ ზიანი დანაშაულის შედეგად, რომელთან დაკავშირებითაც გაგზავნილია შუამდგომლობა დევნის განხორციელების შესახებ, იმ შემთხვევაში მიიღებენ საქმეში მონაწილეობას თუ მათ მიერ წარდგენილი იქნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნ