განხორციელების შესახებ

1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს:

1)  შემკითხველი დაწესებულების სახელწოდება;

2) ქმედების აღწერა, რომელთან დაკავშირებითაც იგზავნება შუამდგომლობა დევნის განხორციელების შესახებ;

3) ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის შეძლებისდაგვარად ზუსტი აღნიშვნა;

4) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება ითვლება დანაშაულად. აგრეთვე საქმის წარმოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა კანონის ტექსტი;

5) ეჭვმიტანილი პირის სახელი და გვარი, მოქალაქეობა , საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე სხვა მონაცემები მისი პიროვნების შესახებ;

6) დაზარალებულთა განცხადებები კერძო ბრალდების საქმეებზე და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ;

7) დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა.

შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის მიერ მოპოვებული მოკვლევის და წინასწარი გამოძიების მასალები და მტკიცებულებანი.

საგნების გადაცემისას, რომლებიც დანაშაულის იარაღს წარმოადგენენ ან დამნაშავესთან მოხვდნენ დანაშაულის შედეგად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე – 60 მუხლის დებულებები.

2. თუ დევნის განხორციელების შესახებ დავალების გაგზავნის მომენტში ბრალდებული ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაშია აყვანილი, იგი გადაიგზავნება ხელშეკრულების შემსრულებელი მხარე ტერიტორიაზე.

3. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე ვალდებულია ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს აცნობოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის მოთხოვნით მას უნდა გაეგზავნოს საბოლოო გადაწყვეტილების ასლი. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირის ეტაპირებაზე სანქციას გასცემს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საქმის გამოძიებაზე. ასეთი პირის გადაცემა ხდება ამ ხელშეკრულების 57 მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისა