1. შუამდგომლობის საფუძველზე ხელშეკრულების მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე იძლევა იმ პირთა გადაყვანის ნებართვას, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს გადასცეს მესამე სახელმწიფოებმა.
2. შუამდგომლობა გადაყვანის შესახებ წარედგინება და განიხილება იმავე წესით, როგორც მოთხოვნა პირის გადაცემაზე. 3. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არ არიან თანხმობა მისცენ იმ პირთა გადაყვანაზე, რომელთა გადაცემას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
4. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე თანხმობას იძლევა ისეთი წესით გადაყვანაზე, რომელსაც იგი უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევ