1. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს გადასცემს საგნებს, რომლებიც წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის იარაღს იმ დანაშაულებზე, რომლებიც ხელშეკრულების 49–ე მუხლის თანახმად იწვევს პირის გადაცემას. აგრეთვე იმ საგნებს, რომლებზეც არის დანაშაულის კვალი ან რომლებიც შეძენილია დანაშაულებრივი გზით. მოთხოვნის საფუძველზე ეს საგნები გადაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ პირის გადაცემა მისი სიკვდილის ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია.
2. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგნების გადაცემა შეაჩეროს დროებით, თუ ეს მისთვის საჭიროა სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის.
3. მესამე პირთა უფლებები შემკითხველი მხარისათვის გადაცემულ საგნებზე ძალაში რჩება. საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ ეს საგნები უნდა დაუბრუნდეს ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომელმაც გადასცა ისინი. ცალკეულ შემთხვევებში, თუ ეს შესაძლებელია და ამით ზიანი არ ადგება საქმის წარმოებას, საგნები შეიძლება დაუბრუნდეს მფლობელს საქმის წარმოების დამთავრებამდეც. თუ პირები, რომლებსაც უფლება აქვთ ამ საგნებზე, იმყოფებიან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარეს უფლება აქვს ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის თანხმობით აღნიშნული საგნები დაუბრუნოს უშუალოდ ამ პირებ