1. თუ პირი, რომლის თაობაზეც გაგზავნილია შუამდგომლობა გადაცემის შესახებ, მოცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან იხდის სასჯელს სხვა დანაშაულისათვის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე, მისი გადაცემა შეიძლება გადადებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის დამთავრებამდე ან სასჯელის მოხდამდე.
2. თუ პირის გადაცემის გადავადებას შეიძლება მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა ან გამოძიების გართულება, მაშინ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, დასაშვებია პირის დროებითი გადაცემა. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარე მოვალეა დააბრუნოს გადაცემული პირი არაუგვიანეს 3 თვისა დღიდან გადაცემისა. დასაბუთებულ შემთხვევებში ვადა შეიძლება გაგრძელდე