შუამდგომლობის მიღებამდე

1. პირი, რომლის გადაცემასაც ითხოვენ, თხოვნის საფუძველზე შეიძლება აყვანილ იქნეს პატიმრობაში გადაცემის შესახებ შუამდგომლობის მიღებამდეც, თუ ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კომპეტენტური დაწესებულება დაეყრდნობა დადგენილებას პირის პატიმრობაში აყვანის შესახებ ან კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს და აცნობებს გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაუყოვნებლივ გაგზავნის თაობაზე. შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ფოსტით, ტელეგრაფით, ტელექსით, ფაქსით, ტელეფონით ან სხვა გზით.

2. პირი შეიძლება დაკავებულ იქნეს ამ მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული თხოვნის გარეშეც, თუკი არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, რომ მან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს გადაცემას.

3. ამ მუხლის 1–ლი და მე-2 პუნქტების თანახმად პირის პატიმრობაში აყვანის ან დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს.

4.ამ მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად პატიმრობაში აყვანილი პირი უნდა გათავისუფლდეს, თუ შუამდგომლობა მისი გადაცემის შესახებ არ იქნება მიღებული პატიმრობაში აყვანის დღიდან ეთი თვის განმავლობაში.

ეს ვადა ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარისთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს 15 დღით.

5. ამ მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს, თუ თხოვნა მისი გადაცემის შესახებ არ იქნა მიღებული იმ ვადაში, რასაც დაკავებისათვის ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომელმაც მოახდინა დაკავებ