კონტროლს ახორციელებენ ხელმძღვანელები, საქმისწარმოების სამსახური და პასუხისმგებელი შემსრულებლები. საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტების შესრულების კონტროლი დაწესებულების ხელმძღვანელობის დავალებით ხორციელდება საქმეთა მმართველობის, კანცელარიის, საერთო განყოფილების და ა.შ. შემადგენლობაში შემავალი სპეციალური სამსახურის ან სპეციალურად დანიშნული პირის მიერ. დოკუმენტაციის სხვა სისტემების (საგაგემო, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და ა.შ.) დოკუმენტების შესრულების კონტროლი ხელმძღვანელების დავალებით ხორციელდება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებშ