ბ) ნომენკლატურაში დამკვიდრებული საქმეთა სისტემატიზაციის სქემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესრულებული დოკუმენტების კარტოთეკის სქემის შემუშავების დროს. საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების საქმისწარმოების სამსახურს.
2. ა) არსებობს საქმეთა ნომენკლატურების სამი სახეობა: ტიპობრივი, სანიმუშო და კონკრეტული;
ბ) საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურები იმ საქმეთა უნიფიცირებული (ტიპობრივი ან სანიმუშო) სათაურების სისტემატიზებული სიებია, რომლებიც შემოღებულია განსაზღვრული კატეგორიების ისეთი დაწესებულებების საქმისწარმოებაში, სადაც იქმნება ერთი ტიპის დოკუმენტები;
გ) საქმეთა ტიპობრივი ნომენკლატურა ადგენს იმ საქმეთა ტიპობრივ შემადგენლობას, რომლებიც შემოღებულია განსაზღვრული კატეგორიის დაწესებულებათა საქმისწარმოებაში, აწესებს საქმეების ერთიან ინდექსაციას დარგში (სისტემაში) და წარმოადგენს ნორმატიული ხასიათის დოკუმენტს;
დ) საქმეთა სანიმუშო ნომენკლატურა ადგენს იმ დაწესებულებების საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა სანიმუშო შემადგენლობას, რომლებზეც იგი ვრცელდება საქმეთა ინდექსების აღნიშვნით. მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი;
ე) საქმეთა ტიპობრივ და სანიმუშო ნომენკლატურებს ადგენენ იმ დაწესებულებების საქმისწარმოების სამსახურები, რომლებსაც აქვთ ერთგვაროვანი დაწესებულებების საქვეუწყებო ქსელი;
ვ) საქმეთა ტიპობრივ და სანიმუშო ნომენკლატურებს, რომლებსაც მოიწონებს დაწესებულების ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისია, უთანხმებენ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალურ საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიას და მათ ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი;
ზ) საქმეთა კონკრეტული ნომენკლატურა იმ საქმეთა სათაურების სისტემატიზებული ნუსხაა, რომელთა შემოღება განზრახულია ერთი დაწესებულების (ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) საქმისწარმოებაში განსაზღვრულ კალენდარულ წელს იმ ამოცანების შესაბამისად, რომლებსაც დაწესებულება ამ წელიწადში ასრულებს;
თ) საქმეთა ტიპობრივ და სანიმუშო ნომენკლატურებს იყენებენ დაწესებულების საქმეთა კონკრეტული ნომენკლატურების შედგენისას;
ი) საქმეთა კონკრეტულ ნომენკლატურაში ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურებიდან გადააქვთ მათში გათვალისწინებული იმ საქმეთა სათაურები, რომელთა შემოღება განზრახულია დაწესებულების საქმისწარმოებაში. თითოეული საქმის სათაურის გადატანა საქმეთა ტიპობრივი ნომენკლატურიდან ხდება მთლიანად და შეიძლება მხოლოდ მისი დაკონკრეტება ამა თუ იმ დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების სპეციფიკის მიხედვით. საქმეთა სანიმუშო ნომენკლატურის სპეციფიკა გულისხმობს, რომ სანიმუშო ნომენკლატურის საქმის ერთი სათაურიდან კონკრეტულ ნომენკლატურაში შეიძლება საქმეთა რამდენიმე სათაურის გათვალისწინება, ანდა, პირიქით, შენახვის ერთიანი ვადების მქონე საქმეთა სათაურები შეიძლება გაერთიანდეს ერთ სათაურად;
კ) საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურით გათვალისწინებული საქმეების შენახვის ვადები უცვლელად გადადის მათ კონკრეტულ ნომენკლატურაში.
3. ა) თითოეულ დაწესებულებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საქმეთა ტიპობრივი ან სანიმუშო ნომენკლატურა, უნდა ჰქონდეს საქმეთა კონკრეტული ნომენკლატურა. მას ადგენს დაწესებულების საქმისწარმოების სამსახური სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურების საფუძველზე;
ბ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის გაფორმება ხდება დაწესებულების საერთო ბლანკზე (იხ. საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი 6.2-94).
გ) დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შედგენა ხდება მისი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შემადგენლობის, შინაარსისა და რაოდენობის შესწავლის საფუძველზე. მისი შედგენისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საქმისწარმოების ერთიანი წესებით, დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, საშტატო ნუსხით, დაწესებულების სამუშაო გეგმებითა და ანგარიშებით, საქმეთა ტიპობრივი და სანიმუშო ნომენკლატურებით, დოკუმენტებისა და მათი შენახვის ვადების ამსახველი ტიპობრივი და საუწყებო ნუსხებით, დაწესებულების წინა წლების საქმეთა ნომენკლატურებით, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა აღწერებით, საცნობარო კარტოთეკები