1.
საქმეთა ნომენკლატურა დგება დაწესებულების საქმისწარმოებაში საქმეების ფორმირებისა და აღრიცხვის წესის უზრუნველსაყოფად და წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ საქმეთა სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები.
2.
ნომენკლატურა განსაზღვრავს საქმეებში შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას, საქმეთა სისტემატიზაციას, ინდექსაციასა და შენახვის ვადებს. იგი წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა აღწერილობის შედგენის საფუძველს და საქმისწარმოებაში ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს.
3.
საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს.
4.
გამგეობაში დგება ტიპობრივი სახის საქმეთა ნომენკლატურა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით”დადგენილი დოკუმენტების ტიპების მიხედვით.
5.
საქმეთა ნომენკლატურა ადგენს საქმეთა ტიპობრივ შემადგენლობას და აწესებს საქმეების ერთიან ინდექსაციას
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. გამგეობაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 19. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 20. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №28, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489619/muxli-15/