1.
გამგებელი და გამგებლის მოადგილეები შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევენ გამგეობის თანამდებობის პირებს.
2.
სტრუქტურული ერთეულის უფროსი რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესრულებაზე დავალებას აძლევს მხოლოდ თავისი სტრუქტურული ერთეულის მოხელეს.
3.
დავალებათა პროექტებს შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებსა და მოქალაქეთა წერილებზე ამზადებენ სტრუქტურული ერთეულების უფროსები. დავალებათა რეზოლუციების პროექტებს, თუ მასალა ორ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.
4.
დავალებათა პროექტები ფორმდება სპეციალურ ბლანკზე.
5.
დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას თანამდებობის პირზე (პირებზე), რომელსაც (რომლებსაც) ეძლევა დავალება. დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. უნდა მიეთითოს დავალების შესრულების;
6.
ხელმოწერილი დავალება რეგისტრაციისთანავე გადაეცემა გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს. თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი დავალებაზე ხელმოწერის დღე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
- მუხლი 4. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 5. შემოსული კორესპონდენციის მიღება
- მუხლი 6. შემოსული კორესპოდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №28, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489619/muxli-9/