1.
სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლასა და მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
2.
დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე მოხელემ უნდა განუცხადოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
3.
დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის უფროსის ნებართვით.
4.
შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხორციელდება გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში.
5.
შვებულებაში, მივლინებაში წასვლის ან ავადმყოფობის შემთხვევაში მოხელე მასზე რიცხულ დოკუმენტებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა მოხელეს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს სტრუქტურული ერთეულის უფროსს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 5. შემოსული კორესპონდენციის მიღება
- მუხლი 6. შემოსული კორესპოდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №28, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489619/muxli-10/