1.
დოკუმენტი შესრულებულად ითვლება და კონტროლიდან იხსნება დავალებების შესრულების, დაინტერესებული დაწესებულებებისა და პირებისათვის შედეგების შეტყობინების ან სხვა სახის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ. შესრულების შედეგების შესახებ მზადდება მოკლე ცნობა, რომელიც ერთვის დოკუმენტს.
2.
დოკუმენტების შესრულების კონტროლი ითვალისწინებს შემდეგ ოპერაციებს:
ა)
დაქვემდებარებული დოკუმენტების კარტოთეკის ფორმირებას;
ბ)
დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) შედგენას;
გ)
დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) რეგისტრაციას;
დ)
შემსრულებელი სრუქტურული ერთეულის (განყოფილების) შესრულების ვადის შეხსენებას;
ე)
შესრულების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღებას;
ვ)
შესრულების შესახებ გამგებლისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას;
ზ)
თათბირებსა და სხდომებზე დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხსენებას;
თ)
კონტროლიდან დოკუმენტების მოხსნას;
ი)
შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას.
3.
დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის სისტემატიზაცია ხორციელდება დოკუმენტების შესრულების ვადების, შემსრულებლების, დოკუმენტების სახეთა ჯგუფების მიხედვით.
4.
შესრულების მიმდინარეობის შემოწმება ხორციელდება ყველა ეტაპზე შემდეგი წესით:
ა)
შემდგომი წლების დავალებების - წელიწადში ერთხელ მაინც;
ბ)
მიმდინარე წლის შემდგომი თვეების დავალებების - თვეში ერთხელ მაინც;
გ)
მიმდინარე თვის დავალებების - ყოველ ათ დღეში, ხუთი დღით ადრე შესრულების ვადამდე.
5.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების მონაცემების აღრიცხვასა და განზოგადებას თვეში ერთხელ მაინც.თავი V
საქმეთა ნომენკლატურის შედგენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 14. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 9. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 10. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 11. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 12. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 13. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 15. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 16. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 17. გამგეობაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 18. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 19. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №28, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2489619/muxli-14/