1.
გამგეობის დოკუმენტები დგება მოხელის მიერ, გამგებლისა და გამგეობის თანამდებობის პირების დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2.
დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა)
იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;
ბ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ;
გ)
საჭიროების შემთხვევაში იურიდიული სამსახურის უფროსის (იურისტის) მიერ;
დ)
გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი.
3.
ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ერთეული (განყოფილება), სადაც მზადდება დოკუმენტი.
4.
ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.თავი III
შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილებ