1.
მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად გამგეობის საქმიანობის ფიქსაციას ქაღალდზე ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე.
2.
დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების დროს დაცული უნდა იქნეს დადგენილი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის იურიდიულ ძალას, მის შემდგომ გამოყენებას, აღრიცხვას, შემდგომ დამუშავებასა და შენახვას.
3.
დოკუმენტს უნდა გააჩნდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელით” დადგენილი რეკვიზიტები