1.
საქმეთა ნომენკლატურა დგება დაწესებულების საქმისწარმოებაში საქმეების ფორმირებისა და აღრიცხვის წესის უზრუნველსაყოფად და წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ საქმეთა სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები.
2.
ნომენკლატურა განსაზღვრავს საქმეებში შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას, საქმეთა სისტემატიზაციას, ინდექსაციასა და შენახვის ვადებს. იგი წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა აღწერილობის შედგენის საფუძველს და საქმისწარმოებაში ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს.
3.
საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს.
4.
საქმეთა ნომენკლატურა ადგენს საქმეთა ტიპობრივ შემადგენლობას და აწესებს საქმეების ერთიან ინდექსაციას
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.08.2019
მუხლი 18. საქმეთა ნომენკლატურა
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტებზე მუშაობის დასრულება
- მუხლი 15. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 16. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 17. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 19. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 20. გამგეობაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 21. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 22. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 23. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №23, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3325530/muxli-18/