1.
კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს:

ა) დოკუმენტის კონტროლზე აყვანას;

ბ) შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას;

გ) შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და რეგულირებას;

დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას;

ე) გამგებლისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

2.
შესრულების კონტროლის ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
3.
კონტროლს ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულების უფროსები და პასუხისმგებელი შემსრულებლები