1.
სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლასა და მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
2.
დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე მოხელემ უნდა განუცხადოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
3.
დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის უფროსის ნებართვით.
4.
შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხორციელდება გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში.
5.
შვებულებაში, მივლინებაში წასვლის ან ავადმყოფობის შემთხვევაში მოხელე მასზე რიცხულ დოკუმენტებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა მოხელეს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს სტრუქტურული ერთეულის უფროსს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.08.2019
მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა
- მუხლი 6. შემოსული კორესპონდენციის მიღება
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 9. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტებზე მუშაობის დასრულება
- მუხლი 15. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 16. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 17. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №23, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3325530/muxli-11/