1.
გამგეობის დოკუმენტები დგება მოხელის მიერ, გამგებლისა და გამგეობის თანამდებობის პირების დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2.
დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საჭიროების შემთხვევაში იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ.
3.
ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ერთეული (განყოფილება), სადაც მზადდება დოკუმენტი.
4.
ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის.თავი III
შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.08.2019
მუხლი 5. ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ინსტრუქციის მოქმედების სფერო
- მუხლი 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა
- მუხლი 3. კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
- მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტის შედგენა და მისი სავალდებულო და დამატებითი რეკვიზიტები
- მუხლი 6. შემოსული კორესპონდენციის მიღება
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 9. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №23, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3325530/muxli-5/