1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქცია უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურებს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით.
2.
ინსტრუქციით განსაზღვრული პროცედურები ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.
3.
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს დოკუმენტების მატერიალური და ელექტრონული დამუშავების თავსებადობას.
4.
ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და მათი შესრულების კონტროლს, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (მოქალაქეთა მიღებისა და საქმისწარმოების განყოფილება) (შემდგომში - სამსახური).
5.
„სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე" დოკუმენტების „საქმისწარმოების ინსტრუქცია“ განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით