1.
გამგებელს განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას გამგეობის საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ სამსახური გადასცემს შემსრულებლებს.
2.
სამსახურში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.
3.
დოკუმენტები, რომლებიც სრულდება რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4.
კორესპონდენციები გადაეცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც კორესპონდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში სამსახურს აცნობებს კორესპონდენციაზე გაცემული დავალებების შესახებ.
5.
დოკუმენტების გადაცემა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ხორციელდება მხოლოდ სამსახურის მეშვეობი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.08.2019
მუხლი 9. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
თავი II — დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
- მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტის შედგენა და მისი სავალდებულო და დამატებითი რეკვიზიტები
- მუხლი 5. ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა
- მუხლი 6. შემოსული კორესპონდენციის მიღება
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტებზე მუშაობის დასრულება
- მუხლი 15. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №23, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3325530/muxli-9/