1.
მუნიციპალიტეტის გამგებელს/საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის კანცელარია გადასცემს შემსრულებლებს.
2.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.
3.
დოკუმენტები, რომლებიც სრულდება რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4.
კორესპონდენციები გადაეცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც კორესპოდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებს აცნობებს კორესპოდენციაზე გაცემული დავალებების შესახებ.
5.
დოკუმენტების გადაცემა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ხორციელდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 23.04.2018
მუხლი 9. შემოსული კორესპოდენციის გადაცემის წესი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
- მუხლი 4. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
- მუხლი 5. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 6. შემოსული კორესპოდენციის მიღება
- მუხლი 7. შემოსული კორესპოდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 8. შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 14. დოკუმენტის შესრულების ვადები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 9, №44, 15.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2544101/muxli-9/