1.
დოკუმენტის რეგისტრაცია ნიშნავს დოკუმენტზე ინდექსის დასმას და სარეგისტრაციო ფორმებში დოკუმენტის შესახებ საჭირო ცნობების ჩაწერას.
2.
დოკუმენტის ინდექსი შედგება რიგითი ნომრისაგან და საქმეთა ნომენკლატურისგან. ინდექსის შემადგენელი ნაწილები განცალკევდებიან ირიბი ხაზით.
3.
დოკუმენტის ინდექსი დგება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა)
რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;
ბ)
საქმეთა ნომენკლატურის ინდექსი.
4.
რეგისტრაციას ექვემდებარება როგორც თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი და მის შიგნით გამოსაყენებელი, ისე სხვა დაწესებულებებში გასაგზავნი, სხვა დაწესებულებებიდან და კერძო პირებისაგან შემოსული ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც ესაჭიროება აღრიცხვა, შესრულება და გამოყენება (განკარგულებითი, საგეგმო, საანგარიშგებო, სტატისტიკური, საბუღალტრო, საფინანსო და სხვ.);
5.
დოკუმენტების რეგისტრაცია ცენტრალიზებულია. შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
6.
დოკუმენტი ერთხელ გადის რეგისტრაციას: შემოსული - შემოსვლის დღეს, შექმნილი - ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს. რეგისტრირებული დოკუმენტი ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადაცემისას ხელმეორე რეგისტრაციას არ საჭიროებს. დაუშვებელია დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება. რეგისტრაციაში გაუტარებელი ნებისმიერი ოფოციალური დოკუმენტი ან მოქალაქის წერილი, რომელსაც მიიღებს ქვედანაყოფის თანამშრომელი, აუცილებლად უნდა აღირიცხოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებში;
7.
დოკუმენტების რეგისტრაცია წარმოებს ჯგუფების ფარგლებში მათი სახეობების დასახელების, ავტორისა და შინაარსის მიხედვით. რიგითი სარეგისტრაციო ნომრები დოკუმენტებს მიეკუთვნება თითოეული რეგისტრირებული ჯგუფის ფარგლებში;
8.
დოკუმენტების სარეგისტრაციო რეკვიზიტებია:
ა)
ავტორი (კორესპონდენტი);
ბ)
დოკუმენტების სახეობის დასახელება;
გ)
დოკუმენტის თარიღი;
დ)
დოკუმენტის ინდექსი (დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და ინდექსი დაწესებულებაში შემოსული დოკუმენტებისათვის);
ე)
დოკუმენტის სათაური ან მისი მოკლე შინაარსი;
ვ)
რეზოლუცია (დავალების შინაარსი, ავტორი, თარიღი);
ზ)
შესრულების ვადა;
თ)
აღნიშვნა შესრულების შესახებ (საკითხის არსის გადაწყვეტის მოკლე ჩანაწერი, საპასუხო დოკუმენტის ფაქტობრივი შესრულების თარიღი და ინდექსი);
ი)
საქმე N.
9.
საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეკვიზიტების შემადგენლობა შეიძლება შეივსოს შემდეგი მონაცემებით:
ა)
შემსრულებლები;
ბ)
შემსრულებლის ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე;
გ)
შესრულების მიმდინარეობა;
დ)
დანართები და სხვა
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 23.04.2018
მუხლი 8. შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
- მუხლი 8. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ინსტრუქციის მოქმედება ქაღალდზე შესრულებულ და ელექტრონულ დოკუმენტებზე
- მუხლი 3. კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
- მუხლი 4. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
- მუხლი 5. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
- მუხლი 6. შემოსული კორესპოდენციის მიღება
- მუხლი 7. შემოსული კორესპოდენციის წინასწარი გარჩევა
- მუხლი 9. შემოსული კორესპოდენციის გადაცემის წესი
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №44, 15.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2544101/muxli-8/