1.
კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს სენაკის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: საკრებულოში – საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება, გამგეობაში – ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ –  შესაბამისი სამსახურები).
2.
საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, რომლის მოვალეობაში შედის:
ა)
შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ)
დოკუმენტების გადაცემა ქვედანაყოფის უფროსისა და შემსრულებლისათვის;
გ)
დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ)
გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე)
საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;
ზ)
თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა.თავი II
დოკუმენტების შედგენა და გაფორმებ