1. მუნიციპალიტეტში შემოსული დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ წინასწარი განხილვის შემდეგ ვიზირებისათვის გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.
3. დოკუმენტები, რომლებიც სრულდება რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4. კორესპონდენციები გადაეცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც კორესპოდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს აცნობებს კორესპოდენციაზე გაცემული დავალებების შესახებ.
5. დოკუმენტების გადაცემა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ხორციელდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მეშვეობი