1. კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს:

ა) დოკუმენტის კონტროლზე აყვანას;

ბ) შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას;

გ) შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და რეგულირებას;

დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას;

ე) ხელმძღანელობისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

2. შესრულების კონტროლს ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

3. კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისის სამსახური, აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პასუხისმგებელი შემსრულებლები