1. საკრებულოს თავმჯდომარე  შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, ხოლო კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კომისიის თავმჯდომარეს.

2.  გამგებელი თავის მხრივ რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევს: გამგებლის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და გამგებლის წარმომადგენელს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესრულებაზე დავალებას აძლევს მხოლოდ თავისი სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს.

4. დავალებათა პროექტებს შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებსა და მოქალაქეთა წერილებზე პასუხს ამზადებენ: საკრებულოს აპარატის უფროსი, კომისიის თავმჯდომარეები, გამგებლის მოადგილე,  სტრუქტურული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და გამგებლის წარმომადგენელი. დავალებათა რეზოლუციების პროექტებს, თუ მასალა ორ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.

5. დავალებათა პროექტები ფორმდება სპეციალურ ბლანკზე.

6. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას თანამდებობის პირზე (პირებზე), რომელსაც (რომლებსაც) ეძლევა დავალება. დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. უნდა მიეთითოს დავალების შესრულების ვადა.

7. ხელმოწერილი დავალება რეგისტრაციისთანავე გადაეცემა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი - დავალებაზე ხელმოწერის დღ