1. თვითმმართველობის ორგანოს დოკუმენტები დგება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;
ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ;
გ) იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის (იურისტის) მიერ;
3. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ერთეული, სადაც მზადდება დოკუმენტი.
4. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.
თავი III
შემოსული კორესპოდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია)
და განაწილე