1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.

2. საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, რომლის მოვალეობაში შედის:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;

ბ) დოკუმენტების გადაცემა სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და შემსრულებლისათვის;

გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;

ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

ზ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა.

თავი IIდოკუმენტების შედგენა და გაფორმე