1 საკრებულოს თავმჯდომარე შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევს მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს აპარატის უფროსს, ხოლო კომისიის უფლებამისილებას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეს.

2. დავალებათა პროექტებს შემოსულ ოფიციალურ კორესპოდენციებსა და მოქალაქეთა წერილებზე ამზადებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და კომისიის თავმჯდომარეები. დავალებათა რეზოლუციების პროექტებს, თუ მასალა ორ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.

3. დავალებათა პროექტები ფორმდება სპეციალურ ბლანკზე.

4. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას თანამდებობის პირზე (პირებზე), რომელსაც (რომლებსაც) ეძლევა დავალება. დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს, უნდა მიეთითოს დავალების შესრულების ვადა.

5. ხელმოწერილი დავალება რეგისტრაციისთანავე გადაეცემა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს, თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმეტებზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი - დავალებაზე ხელმოწერის დღ