1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასაგზავნი დოკუმენტები რეგისტრირდება, მრავლდება, კონვერტში თავსდება, საფოსტო გზავნილებად ფორმდება და გასაგზავნად ბარდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს.

2. კონვერტში ჩალაგების წინ მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისწორე, დანართების არსებობა, ეგზემპლარების რაოდენობის შესაბამისობა ადრესატების რაოდენობასთან. გაუფორმებელი ან არასწორად გაფორმებული დოკუმენტები უბრუნდება შემსრულებელს საბოლოოდ დასამუშავებლად.

3. ელექტრონული სახით დოკუმენტების გაგზავნა წარმოებს თანდართული წერილით, რომლის ასლიც საქმეში იკერება საერთო წესით.

4. გასაგზავნად შემოსული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა დამუშავდეს და გაიგზავნოს იმავე დღეს ან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. სასწრაფოდ გადასაცემი დოკუმენტები იგზავნება შემოსვლისთანავე.

5. გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საინფორმაციო და საქმისწარმოების განყოფილება.
თავი IV
კონტრო